ჟერარ პიკეს სახალისო ინტერვიუ

ჟერარ პიკეს სახალისო ინტერვიუ

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე ტელეკომპანია Movistar-ის ერთ-ერთი იუმორისტულ შოუს ეწვია და როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე სახალისო განცხადება გააკეთა.

"ზლატანს ფული უყვარს. ის მას ყოველთვის ეძებს. ერთხელ, მან მითხრა, რომ ფული მნიშვნელოვანი არ იყო. შოკში ვიყავი, შემდეგ კი მან დაამატა, რომ დიდი ფულია მნიშვნელოვანი."

"თქვენ ბევრი ფული გაქვთ?" - ჰკითხა გადაცემის წამყვანმა.

- "ესპანიოლზე" მეტი ფული მაქვს."

- "ესპანიოლის" ბიუჯეტი 57 მილიონი ევროა."

- "არა, მაშინ მათ მეტი ფული აქვთ."

კითხვაზე, რამდენჯერ ჰქონდა გასულ თვეში სექსი, პიკემ კითხვითვე უპასუხა: "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარებული მატჩებიც ითვლება?"

ჟერარმა ასევე კომენტარი გააკეთა WhatsApp-ის ჩატზე: "ჩემს მიერ შექმნილ ჯგუფში ჩვენი გუნდის ფეხბურთლები არიან. ამ ჯგუფში ხალხს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ვამატებთ. მაგალითად, ვამატებთ ხოლმე ტომას რონკეროსა და ალფრედო დუროს ("რეალის" გულშემატკივრობით ცნობილი ჟურნალისტები). მათ იციან, ვინ ვართ ჩვენ, მაგრამ არაფერს წერენ."

- "არის ნეიმარი ამ ჩატში?"

- "არა, ის ჯგუფში აღარაა."

- "ის თვითონ გავიდა ჯგუფიდან."

- "Se Queda."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 29 მარტი 2019 18:40
    4
    შენ ენამწარე ადამიანო შენა <3 :დდდდდდდდდ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 29 მარტი 2019 17:16
    8
    Es rogor unda gaushvan gundidan :dddddd isee neimari raunamusoa
    philipe coutinho
    სტუმარი [?]
    #1 29 მარტი 2019 14:41
    25
    ეს ძაან მაგრად ღადაობს :დდდ მიუკერი კიარა ესაა N1 კომიკოსი ფეხბურთში :Dდდდ