Sport: "ბარსელონამ", შესაძლოა, დე ლიხტის ტრანსფერში ტოდიბო ჩართოს

Sport: "ბარსელონამ", შესაძლოა, დე ლიხტის ტრანსფერში ტოდიბო ჩართოს

Sport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, "ბარსელონას" მარჯვენა მცველმა, ჟან-კლერ ტოდიბომ, რომელიც კატალონიურ კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდა, შესაძლოა, გუნდი უკვე ზაფხულში დატოვოს.

"ბარსელონამ" ტოდიბო მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში გაიფორმა. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ფეხბურთელი კატალონიელებს ივლისში შეუერთდებოდა, მაგრამ საბოლოოდ კლუბები სხვა პირობებზე შეთანხმდნენ.

კატალონიური წყაროს ცნობით, 19 წლის ფრანგი მცველი გამორიცხული არაა, "აიაქსის" ცენტრალური მცველის, მატიას დე ლიხტის "ბარსაში" ტრანსფერის ნაწილი გახდეს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაა, ტოდიბო იჯარით წავა თუ ამსტერდამული კლუბის სრულფასოვანი წევრი გახდება.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსამ" "აიაქსს" დე ლიხტში 60 მილიონი ევრო შესთავაზა. პრესაში იმასაც ვკითხულობთ, რომ ჰოლანდიელები 19 წლის ფეხბურთელში დაახლოებით 100 მილიონ ევროს ითხოვენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #10 25 მარტი 2019 21:37
    3
    კაცმა არ იცის გაამართლებს თუ არა. ჯობია ჩვენი ფეხბურთელები დავაფასოთ. ლენგლე და უმტიტი ცუდ ტანდემს შექმნიან? ვიზე ნაკლები მცველია ლენგლე?
    Culé [?]
    #9 25 მარტი 2019 19:32
    0
    აი ამისი იჯარით ან გამოსყიდვის უფლებით შედარებით იაფად ან რა ფასსიც გაუქვითეს იმ ფასში და აიაქსში გაშვება იქნება უჭკვიანესური გადაწყვეტილება.
    Culé [?]
    #8 25 მარტი 2019 19:22
    3
    100 milions ar moitxov3n araa aiaqsi eg gundi .. magram todibo nichieria da kargia waiyvanon daayenon kargi mcveli
    [?]
    #7 25 მარტი 2019 16:44
    6
    100 მილიონი არც ერთი მცველი არ ღირს. ვან დეიკი რო იყოს ამის ასაკის ეგეც არ ეღირებოდა. 20 წლის მალდინი და ნესტა რო თამაშობდნენ უმაღლეს დონეზე ისინი არ ღირან. ახალგაზრდაა და პერსპექტიული მარა 100? უამრავ შეცდომას აუშვებს და ბარსაში კიდე უფრო მეტს დაუშვებს. მარა რაიოლა ყავს და აპიარებს. 60 მაქსიმუმ ამაში. დაჟე ტოდიბო არ მგონია არავიზე ნაკლები სათამაშო დრო თუ ექნება. მიეცით ლიონს ან აიაქსს, კარგი გაიძვერა აგენტი და 1 სეზონში 80 ზე ავა ფასი
    Ikks
    სტუმარი [?]
    #6 25 მარტი 2019 15:10
    3
    ციტატა: Quentin Tarantino
    დელიხტს 100მილიონის ჯერ არაფერი არ აქვს..ერთი ისაა რო ძალიან ახალგაზრდაა და პერსპექტიული თორე ვინც აიაქსის თამაშებს უყურებს დამეთანხმება რო ისეთი არარი როგორც უმრავლესობას გონია..გუშინაც მაგან და ვანდაიკმა წააგეს თამაში..ვარანიც რო გამოჩნდა ადრე იმაზეც ერთი ამბავი იყო მახსოვს ატეხილი და კი კარგი მცველი გამოვიდა მარა ბევრად მეტს ელოდნენ..ხოდა 19წლის მცველში 100მილიონი მებევრება მაინც თან საკმაოდ კარგი დაცვა გვყავს დელიხტის გარეშეც და ამათ რო დელიხტი დაემატოს მერე აღარ ვიცი უკვე ვინ უნდა ითამაშოს და რამდენი

    ნამდვილად. ვარანს ისეთი მონაცემები და სისრაფე ქონდა 18 ლის ასაკში ვფიქრობდი ნესტას დონის მცველი უნდა გახდესთქო მაგრამ რაღაც ვერ განვითარდა ))) დე ლიხტის თამაშებს ვინც უყურებს კი მართლა უამრავ წუნს შეამჩნევს. 100 მილიონი დღევანდელი ფასებითაც კი არანორმალურად გაბერილია
    MTG8
    სტუმარი [?]
    #5 25 მარტი 2019 14:49
    6
    მშვენიერია, მისცენ ოღონდ გამოსყიდვის უფლებით, ძაან განვითარდება აიაქსში. ბარსაში ერთი თამაში ითამაშა, ისიც საყრდენად და ძალიან მომეწონა, თავისი თვისებების გამოსავლენად და პროგრესისთვის აიაქსზე უკეთეს გუნდს ვერ ნახავს, მერე პიკეც წავა და მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციას ეს და მატიასი გაიყოფენ.
    Quentin Tarantino
    სტუმარი [?]
    #4 25 მარტი 2019 14:47
    10
    დელიხტს 100მილიონის ჯერ არაფერი არ აქვს..ერთი ისაა რო ძალიან ახალგაზრდაა და პერსპექტიული თორე ვინც აიაქსის თამაშებს უყურებს დამეთანხმება რო ისეთი არარი როგორც უმრავლესობას გონია..გუშინაც მაგან და ვანდაიკმა წააგეს თამაში..ვარანიც რო გამოჩნდა ადრე იმაზეც ერთი ამბავი იყო მახსოვს ატეხილი და კი კარგი მცველი გამოვიდა მარა ბევრად მეტს ელოდნენ..ხოდა 19წლის მცველში 100მილიონი მებევრება მაინც თან საკმაოდ კარგი დაცვა გვყავს დელიხტის გარეშეც და ამათ რო დელიხტი დაემატოს მერე აღარ ვიცი უკვე ვინ უნდა ითამაშოს და რამდენი
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #3 25 მარტი 2019 14:46
    2
    Sisulelea sjobs tanxa gadaixadon.
    professor1984
    სტუმარი [?]
    #2 25 მარტი 2019 14:40
    4
    100 მილიონი დელიხტისთვის არის ძალიან გადაჭარბებული ფასი 60 70 შეიძლება მაგრამ 100 ძაან ბევრია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 25 მარტი 2019 14:37
    2
    მშვენიერი გადაწყვეტილებაა იაფშიც გამოვალთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued