კარლეს პუიოლი: მესი არგენტინასთან ერთად ტიტულის მოგებისთვის ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ ხელი სხვებმაც უნდა შეუწყონ

  • 22-03-2019, 23:04
  • კარლეს პუიოლი: მესი არგენტინასთან ერთად ტიტულის მოგებისთვის ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ ხელი სხვებმაც უნდა შეუწყონ

    "ბარსელონას" ლეგენდა, კარლეს პუიოლი, ლიონელ მესიზე საუბრობს. 

    "ის ფაქტი, რომ მესი ნაკრებში დაბრუნდა, ყველასთვის კარგი სიახლეა. რაც მეტ შეხვედრაში ვნახავთ მას მოედანზე, მით უკეთესი - მესის თამაშის ყურება დიდი სიამოვნებაა. 

    ჩემთვის, ლეო საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ეს ეროვნულ გუნდთან ერთად ტიტულების მოგებისთვის საკმარისი არ არის. ერთი ფეხბურთელისთვის ამის დავალება წარმოუდგენელია, ამიტომ სწორი არაა, როცა არგენტინელები ყველას ნაცვლად პასუხისმგებლობას მას აკისრებენ. 

    დარწმუნებული ვარ, რომ მესი ნაკრებშიც ისევე იხარჯება, როგორც "ბარსელონასთვის". მას ჩემპიონობა ძალიან უნდა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, თუმცა სხვებმაც ხელი უნდა შეუწყონ". - ციტირებს პუიოლის სიტყვებს Sport. 

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    22 მარტი 2019 23:05

    როგორც ყოველთვის 100%-იანი ხარ პუი

    6
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied