ლიონელ მესის მიზნები - სეზონის დარჩენილ ნაწილში
კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, 2019 წელს ბევრი საინტერესო ეპიზოდი და რეკორდი გვაჩუქა.
მარტის თვეში მესიმ ინიესტას მიღწევა გააუმჯობესა ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით. ლეო ასევე 400 გოლიან ნიშნულს გადასცდა ლა ლიგის გათამაშებაში (412 გოლი ამჟამად), წინ კი ახალი გამოწვევებია.
გთავაზობთ მესის სამომავლო მიზნებს:
მეხუთე ჩემპიონთა ლიგა
- 31 წლის არგენტინელი შეეცდება პრესტიჟული ჯილდო კიდევ ერთხელ მოიგოს, ის უკვე მიუახლოვდა "ვანდა მეტროპოლიტანოს"
ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირობა
- 2008/2009, 2009/2010, 2010/2011, 2011/2012 და 2014/2015 - ეს ის სეზონებია როცა მესი ტურნირის ბომბარდირი გახდა
- მიმდინარე გათამაშებაში, მესი კვლავ ლიდერობს ჰეთ-ტრიკისა და ორი დუბლის დამსახურებით
კოპა დელ რეის რეკორდი
- თუ 25 მაისს, "ბენიტო ვილიამარინზე" - "ბარსელონა" ფინალში "ვალენსიას" დაამარცხებს - ლიონელ მესი, სერხიო ბუსკეტსი და პიკე რეკორდს გაიმეორებენ, აღნიშნული თასის მეშვიდედ მოგებით. რეკორდი "ბილბაოს" ლეგენდას - აუგუსტინ ჰაინზას ეკუთვნის
რაიან გიგზის და ვიტორ ბაიას ჩამოცილება
- თუ "ბარსელონამ", მიმდინარე სეზონში, ტრებლი მოიგო, ლეო მესი, მოგებული ტიტულების მიხედვით მე-3 ადგილზე მყოფ რაიან გიგზს გაუთანაბრდება. ერთი კლუბის მაისურით მოგებული ტიტულების რაოდენობით კი უელსელი პირველ ადგილზეა.
ზედიზედ მესამე "ოქროს ბუცი", მეექვსე კარიერაში
- მესი აღნიშნული ჯილდოს მთავარი პრეტენდენტია, 2018/2019 სეზონში მან ევროპაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა (29) და ჯერჯერობით დამაჯერებლად ლიდერობს
ჰეთ-ტრიკების რეკორდის მოხსნა
- არგენტინელს ამჟამად 51 ჰეთ-ტრიკი აქვს კარიერაში, ის მხოლოდ ერთი ჰეთ-ტრიკით ჩამორჩება კრიშტიანუ რონალდუს, რომელმაც ესპანურ ლიგაში 34 ჰეთ-ტრიკი შეასრულა. საერთო ჯამში კი პორტუგალიელმა სამი გოლის გატანა ერთ შეხვედრაში 52-ჯერ შესძლო.
ჰეთ-ტრიკი ჯარიმებით
- არგენტინელი ბოლო დროს ჯარიმების ოსტატად გარდაიქმნა, მან უკვე მოახერხა ერთ შეხვედრაში ორი საჯარიმო დარტყმის ზუსტად შესრულება.შეძლებს ის ჯარიმებით ჰეთ-ტრიკის შესრულებას?
კოპა ამერიკა
- მესი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში კიდევ ერთხელ ბრუნდება, მიმდინარე ზაფხულში მას შანსი ექნება კონტინენტის პრესტიჟული ჯილდო მოიგოს
პელესთან მიახლოვება
- პელემ "სანტოსის" მაისურით 643 ოფიციალური გოლის გატანა მოახერხა. მესის კი უკვე 591 დაუგროვდა, ამ რეკორდის მოხსნა ლეოს სულაც არ გაუჭირდება
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]