დე იონგის დედა: ფრენკი "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგაც ჩვეულებრივ ბიჭად დარჩება

  • 19-03-2019, 23:15
  • დე იონგის დედა: ფრენკი "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგაც ჩვეულებრივ ბიჭად დარჩება

    "ბარსელონას" ახალი შენაძენის, ფრენკი დე იონგის დედა თავის შვილზე საუბრობს. მისი თქმით, ასეთ დიდ კლუბში გადასვლის მიუხედავად ფრენკი მაინც ჩვეულებრივ ბიჭად დარჩება.

    "ფრენკი მშვიდი ადამიანია. ის დაუფიქრებლად გადაწყვეტილებებს არ იღებს. მე მისით ვამაყობ. "ბარსელონაში" გადასვლის მიუხედავად ის ჩვეულებრივ ბიჭად დარჩება."

    "ჩემი შვილი გადაწყვეტილებებს ფინანსური სარგებლის გამო არ იღებს. ის ბევრს ფიქრობს სანამ ასეთ ნაბიჯს გადადგამს. მნიშვნელოვანია, რომ ის კარგი ფეხბურთელია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ფრენკი კარგი ადამიანია. ჩვენ მას ვზრდიდით, როგორც მშვიდ და თავმდაბალ ადამიანს."

    მისი თქმით ფრენკისთან საუბარი ტატუებზეც ჰქონდა: "ბევრ ფეხბურთელს აქვს ტატუ, მაგრამ მე ფრენკის ვუთხარი, რომ სიბერეში სვირინგები ასე ლამაზად აღარ გამოჩნდებოდა. მას კი გაეცინა და მიპასუხა: "არავითარი სურვილი არ მაქვს მათი გაკეთების." - ციტირებს ჰოლანდიელის დედის სიტყვებს Marca.

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    ARTHUR MELO 8 წევრი [?]

    20 მარტი 2019 18:52

    ეს ბუსკეცი და არტური ნებისმიერი გუნდის ცენტრს გადაუვლიან

    2
    გასულია
    levin13 წევრი [?]

    20 მარტი 2019 11:55

    მომავალი ბარსა თუ მეიმედება ამისა,შტეგენისა და არტურის იმედით.რაც შეეხება კოუს და დემბელეს,ვიცი რომ გუნდის უცვლელი წევრები გახდებიან სულ მალე

    0
    გასულია
    Don_Andresito [?]

    20 მარტი 2019 01:58

    ციტატა: Bola
    ბიჭო თითქოს ეტყობა რო დონეაა რაა... აიი იმენა დასტოინი ტიპიაა.. კლასი იგრძნობა მის თვალებში :დ

    ყველა შეხებაზე ეტყობა კლასი. ჩვეულებრივ პასსაც ელეგანტურად აკეთებს. ინიესტას ფეხია

    6
    გასულია
    Bola Culé [?]

    20 მარტი 2019 01:23

    ბიჭო თითქოს ეტყობა რო დონეაა რაა... აიი იმენა დასტოინი ტიპიაა.. კლასი იგრძნობა მის თვალებში :დ

    5
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    19 მარტი 2019 23:19

    ოქროს ბიჭუნაა ფრენკი ოქროსი

    11
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied