ქალთა ფეხბურთი - "ბარსამ" გაჩემპიონების მცირე შანსი დაიბრუნა

  • 17-03-2019, 18:07
  • ქალთა ფეხბურთი - "ბარსამ" გაჩემპიონების მცირე შანსი დაიბრუნა

    ცოტა ხნის წინ დასრულდა ქალთა ფეხბურთში ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც მე-2 ადგილზე მყოფმა "ბარსელონამ" ლიდერი "ატლეტიკო", სტუმრად, ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

    ამ თამაშის შემდეგ, კატალონიელებმა მადრიდელებთან სხვაობა 3 ქულამდე შეამცირეს. წინ კიდევ 10 ტურია და სხვაობა თითქოს ბევრი არაა, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. საქმე ისაა, რომ "ატლეტიკო" ქულებს თითქმის არ კარგავს. 24 შეხვედრიდან მადრიდელებმა 22 მოიგეს და მხოლოდ 2 წააგეს, ორივე "ბარსელონასთან". "როხიბლანკო", "ბარსას" გარდა, ყველა გუნდთან იოლად იგებს და დიდი ალბათობით, სეზონის ბოლომდე ასე გაგრძელდება.

    თუმცა, კატალონიელები უშანსოდ მაინც არ არიან. ისინი შეეცდებიან "ატლეტიკოს" ფეხის ნებისმიერი დაცდენა გამოიყენონ, თავად მათ კი დარჩენილი 6 თამაშის მოგებას ნამდვილად შეუძლიათ.

    ატლეტიკო-ბარსელონა 0:2

    გოლები: 0:1 ოშოალა 65, 0:2 დუგანი 80

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    5 - 18 მარტი 2019 01:46

    კი მაგრამ ვისთან წააგო ბარსამ?

    0
    გასულია

    4 - 17 მარტი 2019 22:21

    qalebi rac vart magrebi vart 👌👌⚽⚽⚽💙💙💙

    1
    გასულია

    3 - 17 მარტი 2019 19:42

    ჭ კლასის უელვასთან რომ არ წაეგოთ, თანაც სახლში, ახლა თანაბარი ქულები ექნებოდათ. ისე ესენი ბარსა ბ რომ შეახვედრო მგონი მოუგებენ.

    3
    გასულია

    2 - 17 მარტი 2019 19:16

    საინტერესო ისაა რეალის შანსებზე აქაც არაფერი წერია😂

    7
    --------------------
    6-2 5-0 4-0 5-1 გაგრძელება იქნება....
    საიტზეა

    1 - 17 მარტი 2019 18:23

    იმედია მოხდება სასწაული და ჩვენი გოგოები გახდებიან ჩემპიონები

    12
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა