ანდრეს გუარდადო: მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა

  • 17-03-2019, 17:59
  • ანდრეს გუარდადო: მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა

    დღეს, ლა ლიგის ეგიდით „ბარსელონა“ „ბეტისს“ დაუპირისპირდება და შეეცდება „ატლეტიკოსთან“ სახვაობა 10 ქულამდე გაზარდოს. მატჩის წინ „ბეტისის“ ნახევარმცველი ანდრეს გუარდადო კომენტარს აკეთებს. მექსიკელი ამბობს, რომ მის შვილს ლიონელ მესის თამაშის ყურება ძალიან უყვარს.

    „მაქსიმო ფეხბურთზე გიჟდება. ერთ დღეს მას „ბეტისის“ მაისური აცვია, მეორე დღეს „რეალის“, „ბარსელონას“ ან მექსიკის ნაკრების. ის მესიზე და რონალდუზე ლაპარაკს არ წყვეტს. მან არგენტინელთან მიყვანა მთხოვა. ლეომ ჩემს შვილთან სურათიც კი გადაიღო. არ ვიცი ამ დროს მაქსიმო უფრო ბედნიერი იყო, თუ მე. მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა.“ - ციტირებს ანდრეს გუარდადოს სიტყვებს Marca.

    წინა წელს გუადრადომ ხუმრობით თქვა, რომ მესისთან დაახლოებით 20 სურათი აქვს მოედანზე, მაგრამ ყველა მათგანზე ბურთით არგენტინელია, ის კი მის წართმევას ცდილობს. დღეს მექსიკელს შანსი აქვს შექმნას მისთვის სასურველი სურათი, რომელზეც ბურთი მას ექნება. ვნახოთ, როგორ მოახერხებს „ბეტისის“ ნახევარმცველი ამის გაკეთებას.

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    3 - 17 მარტი 2019 21:13

    Ragveshveleba es rom cava piqric arminda magaze

    1
    გასულია

    2 - 17 მარტი 2019 19:19

    ციტატა: M10 S9 D11
    ეეჰ ნეტა მე როდის გადავიღებ მესისთან სურათს :(

    მაროკო - არგენტინაზე არ წახვიდე,შანსი არ გაქ ფოტოს გადაღების 😁

    2
    --------------------
    6-2 5-0 4-0 5-1 გაგრძელება იქნება....
    საიტზეა

    1 - 17 მარტი 2019 18:04

    ეეჰ ნეტა მე როდის გადავიღებ მესისთან სურათს :(

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა