"ბარსელონამ" ლიდერობის გამყარების შანსი მიიღო
ლა ლიგაში "ბასელონას" მთავარმა კონკურენტმა მადრიდის "ატლეტიკომ" ქულები დაკარგა.
მადრიდელები "სან მამესზე" "ატლეტიკ ბილბაოსთან" დამარცხდნენ ანგარიშით 0:2 და "ბარსელონასთან" სხვაობა კვლავ 7 ქულაა, მაგრამ კატალონიელებს თავიანთი მატჩი ჯერ არ ჩაუტარებიათ.
"ბარსელონა", ხვალ, თბილისის დროით 23:45 საათზე, "ბეტისს" დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში კატალონიელები "ატლეტიკოსთან" ლა ლიგის დასრულებამდე 10 ტურით ადრე, სხვაობას 10 ქულამდე გაზრდიან. ეს კი პრაქტიკულად ჩემპიონობას ნიშნავს.
სავარაუდოდ, "ბეტისთან" 3 ქულის აღების შემთხვევაში, "ბარსელონა" მთელი ძალებით ჩემპიონთა ლიგაზე გადაერთვება. ეს ტიტული კლუბმა ბოლოს 2015 წელს მოიგო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]