გილერმო ამორი: არაფრის გარანტია არ გვაქვს

  • 15-03-2019, 21:08
  • გილერმო ამორი: არაფრის გარანტია არ გვაქვს

    დღეს გაირკვა, რომ კატალონიელებს 1/4 ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ შეხვდება. ამასთან დაკავშირებით „ბარსელონას“ დირექტორმა, გილერმო ამორმა კომენტარი გააკეთა.

    „რაც მადრიდის „რეალსა“ და პსჟ-ს დაემართათ, იმის დასტურია, რომ ამ ტურნირზე მარტივი მატჩები არ არსებობს. ინგლისური გუნდები ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან. წილისყრით კმაყოფილები ვართ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. არაფრის გარანტია არ გვაქვს. ეს იქნება ორი ფინალი, რომლებშიც კარგად უნდა ვითამაშოთ. შევეცდებით დამაკმაყოფილებელი შედეგი დავაიქსიროთ.“ - ციტირებს გილერმო ამორის სიტყვებს Marca.

    გილერმო ამორს კითხვა ლუკა იოვიჩზეც დაუსვეს - „ეს ნორმალურია, ჩვენ ბევრ მოთამაშეს ვაკვირდებით.“ - უპასუხა „ბარსელონას“ დირექტორმა ჟურნალისტს.

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა

    1 - 16 მარტი 2019 17:11

    ეხლა ფინალამდე ესე უნდა იძახო არაფრის გარანტია არ გვაქვსო? ცოტა ისეთი კომენტარი გააკეთე რო დაიმუხტოს გუნდი რა ყველა ვალვერდეს დამსგავსეთ ბარსაში

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა