ბარსელონა-მანჩესტერ იუნაიტედი - ურთიერთშეხვედრების ისტორია

  • 15-03-2019, 15:47
  • ბარსელონა-მანჩესტერ იუნაიტედი - ურთიერთშეხვედრების ისტორია

    რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "ბარსელონას" მეტოქე "მანჩესტერ იუნაიტედი" იქნება.

    ეს გუნდები, ოფიციალურ მატჩებში, ერთმანეთს 11-ჯერ შეხვედრიან. მცირე უპირატესობა "ბარსელონას" აქვს - 4 მოგება, 4 ფრე და 3 წაგება. ბურთების შეფარდება - 20:15.

    პირველად გუნდები ერთმანეთს 1984 წელს, თასების მფლობელთა თასის 1/8-ფინალში შეხვდნენ. "კამპ ნოუზე" გამართული პირველი მატჩი მასპინძლებმა 2:0 მოიგეს, მაგრამ სტუმრად 0:3 წააგეს.

    1991 წელს, იმავე ტურნირის ფინალში, უფრო ძლიერი კვლავ "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო - 2:1.

    ამის შემდეგ გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე ხვდებოდნენ. 1994 წელს, ჯგუფურ ეტაპზე, "ოლდ ტრაფორდზე" გამართული დაპირისპირება 2:2 დასრულდა, "კამპ ნოუზე" კი "ბარსამ" მეტოქე 4:0 გაანადგურა.

    1998 წელს, იმავე ეტაპზე, ორივე თამაში ანგარიშით 3:3 დასრულდა.

    2008 წელს, "ბარსელონა" და "იუნაიტედი" ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გადაეყარნენ. ესპანეთში უგოლო თამაშის შემდეგ, ინგლისში მასპინძლებმა 1:0 მოიგეს. ლეო მესიმ მონაწილეობა ამ ორივე შეხვედრაში მიიღო.

    გუნდების ბოლო 2 დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის ფინალში შედგა. 2009 წელს, "ბარსამ" სამუელ ეტო'ოსა და ლიონელ მესის გოლებით 2:0 მოიგო. დღევანდელ გუნდში იმ მატჩიდან პიკე, ბუსკეტსი და მესი შემორჩნენ.

    2011 წელს, ისევ ლიგის ფინალში, "ბლაუგრანამ" 3:1 მოიგო, გოლები კი პედრომ, მესიმ და ვილიამ გაიტანეს. პიკემ, ბუსკეტსმა და მესიმ იმ შეხვედრაშიც ითამაშეს. "მანჩესტერ იუნაიტედს" კი ამ შეხვედრიდან აღარავინ შემორჩა.

    როგორც ხედავთ, ორრაუნდიან დაპირისპირებაში გუნდები ერთმანეთს 2-ჯერ შეხვდნენ (1984 და 2008 წლებში) და საბოლოო გამარჯვება ორივეჯერ "წითელ ეშმაკებს" დარჩა.

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    Johan Cruyff 14 Culé [?]

    16 მარტი 2019 00:30

    ვისკა ბარსა

    1
    გასულია
    sergio busquets5 წევრი [?]

    15 მარტი 2019 16:28

    ვაახ 2 მატჩიანში გვჯობნიან ეს ყაზილარები . მარა გული მიგრძნობს მესიმ თუ ესე კარგად გააგრძელა თამაში ორივე მატჩში დავადუღებთ

    ციტატა: M10 S9 D11
    ნაპოლი" - "არსენალი"
    "ვილიარეალი" - "ვალენსია"
    "ბენფიკა" - "აინტრახტი"
    "სლავია" - "ჩელსი"

    ფელიში იოვიჩის დაპირისპირება ძაან საინტერესოა

    ჩელსი გავა, აინტრახტიც გავა, დანარჩენი არ ვიცი

    2
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    15 მარტი 2019 16:23

    ნაპოლი" - "არსენალი"
    "ვილიარეალი" - "ვალენსია"
    "ბენფიკა" - "აინტრახტი"
    "სლავია" - "ჩელსი"

    ფელიში იოვიჩის დაპირისპირება ძაან საინტერესოა

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    basa7 ფანი [?]

    15 მარტი 2019 16:19

    ვა უეფა.კომ ზეც ესე დაიდო რო მანჩესტერშია პირველი ტამაში
    My Webpage

    1
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    15 მარტი 2019 16:19

    ☑[UEFA] | OFFICIAL | “მანჩესტერ იუნაიტედი” - “ბარსელონა” პირველი მატჩი გაიმართება 10 აპრილს,ოთხშაბათს,”ოლდ ტრაფორდზე”
    -მეორე მატჩი გაიმართება 16 აპრილს,სამშაბათს,”კამპ ნოუზე”.

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    gurgenidze Culé [?]

    15 მარტი 2019 16:17

    ციტატა: MALUMA
    ციტატა: რაღაცნაირი
    ოფიციალურად ოლდ ტრაფორდზეა პირველი მატჩი...

    საიდან იცი? უეფას საიტზე პირველი ბარსა წერია

    მანჩესტერის ინსტაგრამის ოფიციალურმა გვერდმაც დაწერა : The first leg will be played at Old Trafford on 9/10 April, with the second leg on 16/17 April at the Nou Camp. 🔵🔴

    0
    გასულია
    basa7 ფანი [?]

    15 მარტი 2019 16:16

    ციტატა: Kulle
    ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის კენჭისყრასთან ერთად, უეფამ კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა.

    პრიზი კრიშტიანუ რონალდუს გადაეცა. შეგახსენებთ, რომ ნომინანტთა სიაში აგრეთვე იყვნენ ლიონელ მესი, სადიო მანე და ლეროი სანე.

    პორტუგალიელის ჰეტ-ტრიკმა გულშემატკივრებზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

    ნუ სწორეც იყო იმიტომ რომ აზრობრივად უფრო მნიშვნელოვანი თამაში იყო და მიტომ. არ არის გასაკვირი

    1
    გასულია
    რაღაცნაირი Culé [?]

    15 მარტი 2019 16:14

    ეე არსენალს ნაპოლი შეხვდა (((

    ბენფიკას წესით გასცდება აინტრახტი ...
    არსენალი...ვალენსია...აინტრახტი...ჩელსი გავლენ აქეთ ალბათ

    1
    გასულია
    achi del barça Culé [?]

    15 მარტი 2019 16:11

    ვალვერდემ თუ ფოკუზნიკობა არ დაიწყო ნახევარ ფინალში გავსულვართ

    1
    გასულია
    რაღაცნაირი Culé [?]

    15 მარტი 2019 16:09

    ციტატა: MALUMA
    ციტატა: რაღაცნაირი
    ოფიციალურად ოლდ ტრაფორდზეა პირველი მატჩი...

    საიდან იცი?

    თვითერზე დაწერა ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა...

    0
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    15 მარტი 2019 16:08

    როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ერთმანეთს "ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდებიან. კენჭისყრის მონაწილემ, ჯულიო სეზარმა, კალათიდან პირველი "ბარსელონას" სახელი ამოიღო, მაგრამ კატალონიელები პირველ მატჩს მაინც სტუმრად გამართავენ.

    საქმე ისაა, რომ უეფას წესების მიხედვით, ერთი ქალაქი ერთ დღეს ან ზედიზედ ორი დღის მანძილზე ჩემპიონთა ლიგის მატჩს ვერ მიიღებს. გამომდინარე იქიდან, რომ "სიტისაც" და "იუნაიტედსაც" საპასუხო მატჩების ჩატარება შინ უწევდათ, გუნდი, რომელმაც გასულ სეზონში შიდა ჩემპიონატში უფრო დაბალი ადგილი დაიკავა, თანმიმდევრობას შეიცვლის და შინ საპასუხოს კი არა, პირველ მატჩს გამართავს.

    ეს კი იმას ნიშნავს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" პირველ შეხვედრაში "ბარსელონას" უმასპინძლებს და არა ესტუმრება.

    ოფიციალურად პირველი მატჩი ოლდ ტრაფორდზე გაიმართება

    2
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    რაღაცნაირი Culé [?]

    15 მარტი 2019 16:06

    ოფიციალურად ოლდ ტრაფორდზეა პირველი მატჩი...

    1
    გასულია
    Hristo stoichkov წევრი [?]

    15 მარტი 2019 16:01

    Kamp nouze thu old trafordze?

    0
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    15 მარტი 2019 16:01

    ხოდა ეხლა უნდა გამოვასწოროთ ორ რაუნდიანი დაპირისპირებების სტატისტიკა აი უპრობლემოდ გავცდებით მანიუს უპრობლემოდ

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    Hristo stoichkov წევრი [?]

    15 მარტი 2019 16:01

    Bolos pirveli tamashi sad gvaqvs? Ddd

    1
    გასულია
    Kulle გულშემატკივარი [?]

    15 მარტი 2019 15:54

    ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის კენჭისყრასთან ერთად, უეფამ კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა.

    პრიზი კრიშტიანუ რონალდუს გადაეცა. შეგახსენებთ, რომ ნომინანტთა სიაში აგრეთვე იყვნენ ლიონელ მესი, სადიო მანე და ლეროი სანე.

    პორტუგალიელის ჰეტ-ტრიკმა გულშემატკივრებზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

    1
    გასულია
    Kule-jafara წევრი [?]

    15 მარტი 2019 15:53

    ყველაზე მაგარი წყვილიიიი-აიაქსი და პორტუ დაიჩაგრნენ<3

    0

    პარტნიორები

    Flashscore.ge