ლიონელ მესი - 800 მატჩი პროფესიონალურ კარიერაში

ლიონელ მესი - 800 მატჩი პროფესიონალურ კარიერაში

ლა ლიგის XXVII ტურში "რაიო ვალიეკანოსთან" მატჩი, "ბარსელონას" კაპიტნისთვის, ლიონელ მესისთვის კარიერაში მე-800 გამოდგა. იტყობინება, beINSPORTS.

31 წლის არგენტინელმა 672 შეხვედრა საკლუბო დონეზე ჩაატარა, ხოლო 128 ეროვნულ ნაკრებში. მესის სტატისტიკა ზედმეტად შთამბეჭდავია, მან კლუბში 586 გოლი გაიტანა, ეროვნულ ნაკრებში კი - 65. 

მიმდინარე სეზონში ლეომ ყველა ტურნირზე 35 შეხვედრა ჩაატარა, თავი კი 34 გოლითა და 19 საგოლე პასით გამოიჩინა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 მარტი 2019 23:43
    2
    გილოცავ ლომო <3 იმედია მაგდენივე გოლს გაიტან
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued