სუარესის გოლი და მესის ჰეთ-თრიქი: "ბარსელონამ" "სევილია" დრამატულ მატჩში დაამარცხა
ლა ლიგის 25-ე ტურში, ერთმანეთს "სევილია" და "ბარსელონა" დაუპირისპირდნენ. მატჩი ლიონელ მესის გამარჯვებით დასრულდა.
არგენტინელმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. მან ანგარიში ორჯერ გაათანაბრა, მესამედ კი გუნდი წინ გაიყვანა.
პირველი გოლი 22-ე წუთზე "სევილიას" კონტრშეტევას მოყვა. ტერ შტეგენის კარში ხესუს ნავასმა გაიტანა, მალევე კი მესიმ წონასწორობა აღადგინა. ტაიმის ბოლო, "ბარსას" კარი ამჯერად გაბრიელ მერკადომ აიღო.
მეორე ტაიმში "ბარსელონას" კაპიტანმა კიდევ ორი გოლი შეაგდო - 67-ე და 85-ე წუთებზე. დამატებულ წუთებზე, ლუის სუარესმაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში - 2-4 დააფიქსირა.
კატალონიელებმა 57 ქულა დააგროვეს და "ატლეტიკოსთან" სხვაობა 10 ქულამდე (პოტენციური 7) გაზარდეს, "სევილია" კი ევროპა ლიგის ზონაში დაქვეითდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]