ბრუნო ჟენესიო: მესი მსოფლიოში საუკეთესოა

ბრუნო ჟენესიო: მესი მსოფლიოში საუკეთესოა

"ლიონის" მთავარ მწვრთნელს, ბრუნო ჟენესიოს სჯერა, რომ მის ფეხბურთელებს "ბარსელონას" დამარცხება შეუძლიათ, ისევე, როგორც "მანჩესტერ სიტი" დაამარცხეს. ტაქტიკოსი, რომლის გუნდიც წელს შესანიშნავ ფორმაშია და "ქალაქელთა" გარდა, პსჟ-ც დაამარცხა, შაბათს "ბარსელონა" - "ვალიადოლიდის" მატჩსაც დაესწრო.

"ჩვენ მესის თამაში კარგად შევისწავლეთ და პერსონალური დაცვა უშედეგო იქნება, მაგრამ თუ მესის ირგვლივ ბევრი ფეხბურთელი იმოძრავებს, ამან შეიძლება მას ხელი შეუშალოს. მიუხედავად ამისა, არგენტინელს ყოველთვის შეუძლია რაღაც განსხვავებული შემოგვთავაზოს. ვეცდებით იგი მაქსიმალურად შევზღუდოთ. თუ მესი შედარებით ცუდ მატჩს ატარებს, მას მაინც შეუძლია შედეგზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს. იგი ნამდვილი გენიოსია, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე."

"სიტი და "ბარსა" ერთმანეთს ფილოსოფიით ძალიან ჰგავს - საკუთარ კედლებშიც და სტუმრადაც მათ ბურთის კონტროლი უყვართ და ამიტომ, შესაძლებელია, ჯგუფურ ეტაპზე გვარდიოლას გუნდთან დაგროვილი გამოცდილება გამოვიყენოთ. ჩვენ ამის გამეორება ნამდვილად შეგვიძლია, მაგრამ "ბარსელონა" "მანჩესტერ სიტისგან", ყველაფერ სხვასთან ერთად, იმითაც განსხვავდება, რომ უსაზღვრო შესაძლებლობების ფეხბურთელი ჰყავს."
"დემბელეც და მენდიც ძალიან სწრფები არიან და მათი დაპირისპირება საინტერესო იქნება. რაც შეეხება კატალონიელთა ინტერესს, ამას არ ვუპასუხებ, რადგან მირჩევნია, ფერლანი "ლიონში" დარჩეს."

"ძალიან ვამაყობ, რომ უმტიტის ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დავეხმარე. მეამაყება, რომ მას ამ დონის მოთამაშედ ვხედავ, რაშიც, რა თქმა უნდა, თავად მისი წვლილი განუზომელია. სამუელი შესანიშნავი მცველია და მასთან ახლო ურთიერთობა მაქვს. ის გამარჯვებულის მენტალიტეტით დაჯილდოებული მოთამაშეა, რომელსაც შეჯიბრი ძალიან უყვარს. მიხარია, რომ ჩვენი აკადემიის აღზრდილი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ასპარეზობს."

ჟენესიომ თავისი გუნდის საკადრო პრობლემებსა და შესაძლო ტაქტიკაზეც ისაუბრა:

"ბარსასნაირ დიდ გუნდებთან თამაშისას ბალანსირება და უბურთოდ ყოფნისას დიდი კონცენტრირება და ორგანიზებულობაა საჭირო. ზოგჯერ შესაძლოა ყველაფერი დაგეგმო, მაგრამ მეტოქემ გეგმები ჩაგიშალოს."

"ფეკირი ჩვენი კაპიტანია, ნამდვილი ლიდერი და საკვანძო მოთამაშე. სამწუხაროა, რომ საკუთარ კედლებში იგი ვერ დაგვეხმარება. თუმცა ჩვენ სხვა ფეხბურთელებიც გვყავს და ისე უნდა ვითამაშოთ, რომ მისი არყოფნა ნაკლებად შესამჩნევი იყოს."

"ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების უნდა გვჯეროდეს, მაგრამ ამასთან, თავმდაბლები უნდა ვიყოთ."

"სიტისთან და პსჟ-სთან დაგროვილი გამოცდილება აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. დაცვაში მეტი ორგანიზებულობა და ბურთის დაბრუნებისთვის უფრო ინტენსიური ბრძოლა გვესაჭიროება, შეტევაში კი ეფექტურები უნდა ვიყოთ და ტერ შტეგენის კარს საფრთხე შევუქმნათ. რაც შეეხება "ბარსას" წინა შეხვედრებს, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, ვფიქრობ, რომ ხვალ გაცილებით მაღალ დონეს გვიჩვენებენ."

"ჩვენ არასტაბილურობა გვახასიათებდა, მაგრამ ამ სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული, გამოვსწორდით. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი გვყავს, რომელიც დღითიდღე ვითარდება, სწავლობს და ჩემს ფეხბურთელებს ვეუბნები, რომ მათ თავიანთი თავების უნდა ირწმუნონ."

"ძალიან თავდაჯერებული ვარ, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს მატჩი ძალიან დიდ ღელვას იწვევს, დიდ მოტივაციას, თუმცა არა მოუთმენლობას. უნდა გვახსოვდეს, რომ დაპირისპირება ორმატჩიანია და განმეორებით შეხვედრაზეც უნდა ვიფიქროთ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #11 19 თებერვალი 2019 14:33
    0
    მოგება ძნელი იქნება!
    Gnida
    სტუმარი [?]
    #10 19 თებერვალი 2019 13:30
    1
    ციტატა: Basi
    chkvianii specialistiaa bruno da barsas czovrebas gaurtulebs
    mainc klasiss imedimaqq daa ara valverdesiii

    ბრუნო ჟენეზიო მირჩევნია იყოს ბარსას მწვრთნელი და არა ვალვერდე, ფეხბურთს მაინც ათამაშებდა გუნდს.
    Basi
    სტუმარი [?]
    #9 19 თებერვალი 2019 12:43
    1
    chkvianii specialistiaa bruno da barsas czovrebas gaurtulebs
    mainc klasiss imedimaqq daa ara valverdesiii
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 19 თებერვალი 2019 12:30
    1
    ციტატა: Maxwell cornet
    ციტატა: Magician
    ციტატა: Maxwel cornet
    ციტატა: Magician
    ვიმედოვნებ, რომ გასული თამაშები იმის ნახევარიც არ იყო, რაც გუნდმა ითამაშა. შესაბამისად, დღეს, ველოდები, რომ შეიძლება "ლიონი" დიდი ანგარიშით დამარცხდეს.

    მასე ეგონა პესეჟეს და სიტის, წინასწარ ნურაფერს იტყი მეგობარო

    მართალი ხარ. მაშ, დაველოდოთ თამაშს :)

    ბაზარი არაა ძმა, ერთი რამ ზუსტად ვიცი ლამაზი თამაში გამოვა და მაგრად ვისიამოვნებზთ

    მეც მაგის იმედი მაქვს!
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    Maxwell cornet
    სტუმარი [?]
    #7 19 თებერვალი 2019 11:51
    1
    ციტატა: Magician
    ციტატა: Maxwel cornet
    ციტატა: Magician
    ვიმედოვნებ, რომ გასული თამაშები იმის ნახევარიც არ იყო, რაც გუნდმა ითამაშა. შესაბამისად, დღეს, ველოდები, რომ შეიძლება "ლიონი" დიდი ანგარიშით დამარცხდეს.

    მასე ეგონა პესეჟეს და სიტის, წინასწარ ნურაფერს იტყი მეგობარო

    მართალი ხარ. მაშ, დაველოდოთ თამაშს :)

    ბაზარი არაა ძმა, ერთი რამ ზუსტად ვიცი ლამაზი თამაში გამოვა და მაგრად ვისიამოვნებზთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 19 თებერვალი 2019 11:40
    1
    ციტატა: Maxwel cornet
    ციტატა: Magician
    ვიმედოვნებ, რომ გასული თამაშები იმის ნახევარიც არ იყო, რაც გუნდმა ითამაშა. შესაბამისად, დღეს, ველოდები, რომ შეიძლება "ლიონი" დიდი ანგარიშით დამარცხდეს.

    მასე ეგონა პესეჟეს და სიტის, წინასწარ ნურაფერს იტყი მეგობარო

    მართალი ხარ. მაშ, დაველოდოთ თამაშს :)
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    Maxwel cornet
    სტუმარი [?]
    #5 19 თებერვალი 2019 11:39
    1
    ციტატა: Magician
    ვიმედოვნებ, რომ გასული თამაშები იმის ნახევარიც არ იყო, რაც გუნდმა ითამაშა. შესაბამისად, დღეს, ველოდები, რომ შეიძლება "ლიონი" დიდი ანგარიშით დამარცხდეს.

    მასე ეგონა პესეჟეს და სიტის, წინასწარ ნურაფერს იტყი მეგობარო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 19 თებერვალი 2019 10:48
    0
    ვიმედოვნებ, რომ გასული თამაშები იმის ნახევარიც არ იყო, რაც გუნდმა ითამაშა. შესაბამისად, დღეს, ველოდები, რომ შეიძლება "ლიონი" დიდი ანგარიშით დამარცხდეს.
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    Nicolas Pepe
    სტუმარი [?]
    #3 19 თებერვალი 2019 10:43
    1
    ციტატა: Hristo stoichkov
    Rac sheexeba transferebs de lixti mendi da erti shemtevi.bevri saubari midis iovichze da didi albatobit magas iyidian.arada nikolas pepe seriozuli vinme izrdeba.
    Rakitichi ar unda gaiyidos erti sezoni kide.kacs darchena unda da dzalit ushveben es tutuebi.
    Iqneb giundogani daitrion kide da eg aris.

    რაკიტიჩი აღარ დამანახოთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 თებერვალი 2019 01:52
    0
    ციტატა: Hristo stoichkov
    Rac sheexeba transferebs de lixti mendi da erti shemtevi.bevri saubari midis iovichze da didi albatobit magas iyidian.arada nikolas pepe seriozuli vinme izrdeba.
    Rakitichi ar unda gaiyidos erti sezoni kide.kacs darchena unda da dzalit ushveben es tutuebi.
    Iqneb giundogani daitrion kide da eg aris.

    დასატოვებელი კი არა ფანჩურებითაა გასაგდები გუნდიდან ეგ მძორი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 თებერვალი 2019 01:43
    7
    მესის თამაში ფერგიუნსონმა ვერ შეისწავლა და თქვენ რანაირად შეისწავლეთ?
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued