"ლიონის" მწვრთნელი: მესის შეჩერება შეუძლებელია

"ლიონის" მწვრთნელი: მესის შეჩერება შეუძლებელია

"ლიონის" მთავარმა მწვრთნელმა, ბრუნო ჟენეზიომ "ბარსელონასთან" გასამართ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის მატჩზე ისაუბრა.

"თქვენ ხედავთ "ლიონს", რომლის ყურებასაც მიეჩვივნენ. ვფიქრობ, ეს თამაში "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის მსგავსი იქნება, ერთადერთი განსხვავებით - პლეი-ოფი ახლა იწყება და ტოპ-კლუბები უკვე მთელი გულით ითამაშებენ.

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი თამაშის პრინციპების გამყარებაა. ვიცით, რომ ალბათ, ბურთის გაკონტროლებას ვერ შევძლებთ, მაგრამ ყველამ იხილა, თუ როგორ გაუწია "ლიონმა" "მანჩესტერ სიტის" კონკურენცია. თუ მხოლოდ თავს დავიცავთ და მესიზე ვკონცენტრირდებით, შანსები არ გვექნება.

ლეოს შეჩერება შეუძლებელია. მას თამაშის ნებისმიერი გეგმის ჩაშლა შეუძლია, ის საფეხბურთო გენიოსია. ჩვენი გეგმაა კოლექტიური ქმედებებით თამაშზე მისი გავლენა შევამციროთ. მაგრამ გვესმის, რომ თუ დღეს მესის დღეა, მისი შეჩერება არარეალურია." - აცხადებს ჟენეზიო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 18 თებერვალი 2019 20:20
    1
    ამოგტენით ხვალე მესი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    CPU
    Culé [?]
    #3 18 თებერვალი 2019 20:02
    0
    არავინ დაგძრახავთ ბარსათან წაგებით
    --------------------
    barca
    Artur 8
    სტუმარი [?]
    #2 18 თებერვალი 2019 18:59
    6
    Gamarjobat ! Axali var .. 2008 wlidan vgulshematkivrob barsas zalian miyvars es gundi da yvelaze metad es gundi shemayvara tamashis stilma , nu dges ver vxedavt am stils magram barsa mainc barsaa da chemi ssyvareli gundia !!! Minda davwero chemi azri , valverde albat ikndboda gargi mwvrtneli italiashi an atletikoshi magram barsas arc stilia da arc done sheizleba moigos titulebi magram iseti klasni fexburtelebi gvyavs shedegic uda iyos da tiki takac ... vfikrob liontan kargi tamashi ikneba arturis gareshe zslian gagvichirdeba .. imedi mak da mjera ro wels trebls davdebt viskaa barsaaa !!!!
    ბათუმსკი92
    სტუმარი [?]
    #1 18 თებერვალი 2019 18:53
    5
    მთავარია ტრამვა არავინ აიკიდოს შუა სეზონში