ჟორდი მასიპის დაბრუნება "კამპ ნოუზე"

ჟორდი მასიპის დაბრუნება "კამპ ნოუზე"

"ბარსელონაში" გატარებული 9 წლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც ჟორდი მასიპმა ძირითად შემადგენლობაში ოფიციალურად მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა, გუნდის მესამე მეკარემ წასვლა გადაწყვიტა და "ვალიადოლიდს" შეუერთდა. 

გუშინ, მან ახლანდელ კლუბთან ერთად "კამპ ნოუზე" პირველად ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ კასტილიურმა გუნდმა მატჩი წააგო, კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 

30 წლის მასიპმა ლიონელ მესის პენალტი აუღო და არგენტინელთან ერთად კევინ-პრინს ბოატენგის, უსმან დემბელეს, ლუის სუარესის და ფილიპე კოუტინიოს დარტყმების მოგერიებაც მოახერხა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 17 თებერვალი 2019 14:43
    0
    ტიპი ბუცებიდან ამოხტა და გოლი არ გაუშვა რამ გააგიჟა ესე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 17 თებერვალი 2019 13:33
    2
    ციტატა: nika 54
    ციტატა: Wtf man
    ამასაც ეხლ მოუნდა კასილასობა და ნოიერობა. რა ბურთები გამოაძრო

    იქნებ დამრტყმელები არ ვარგოდენ? გინახავთ როდისმე ბარსას ამდენი მომენტი გაეფუჭებინოს, გუნდი საზიზღარ ფორმაშია, რეალთანაც და ლიონთანაც შანსი მინიმუმია ასეთი თამაშით.
    ოღონდ არ დამიწყოთ ეხლა ბარსას ფანი არ იქნებიო, მე ბარსას ფანი 1974 წლიდან ვარ და ასეთი საზიზღრობა(მოედანზე სიზარმაცე, ურთიერთ შეუთანხმებლობა) მარტო როურას და მარტინოს დროს მახსოვს ვილანოვას ავადმყოფობის მერე, დაახლოებით ის თამაში ბავარიასთან რო ორ თამაშში 7 უპასუხო მივიღეთ.

    რაღაც მხრივ გეთანხმები,მაგრამ იგივე სიტუქცია ნამდვილად არ არის..აქ ბევრი წერს რომ მწვრთნელის ბრალია ყველაფერიო რეალურად ფეხბურთელებშია პრობლემა სუარესს გუშინ ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდა გასატანი და უაზროდ მოქმედებდა არ ვუკარგავ მეკარეს თავის სეივებს მაგრამ სხვანაირად თამაშიც შეეძლო..მესი აშკარად თავს უფრთხილდებოდა ტრავმის მიღების შიში ქონდა დემბელეს ახალი მოშუშებული ქონდა ტრავმა და ლოგიკურიც იყო რო ვერ იფრენდა..მხოლოდ პიკე იყო დამაჯერებელი და ასე თუ ისე კოუტინიოც კარგად შემოვიდა მაგრამ თუ დააკვირდები შემოსვლიდან რამდენ წუთში მიიღო პირველად ბურთი თითქმის 7წუთის განმავლობაში ტყუილად დარბოდა..მარტივი მოგება უნდოდათ იდეაში გამოვიდა კიდეც ორთაბრძოლებში ნაკლებად შედიოდნენ..და კიდევ კარგად გამოჩნდა არტურის როლი ნახევარდაცვაში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 თებერვალი 2019 13:14