ინიესტა: "ბარსელონაში" შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა

  • 12-02-2019, 23:06
  • ინიესტა: "ბარსელონაში" შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა

    "ბარსელონას" ექს-კაპიტანი, ანდრეს ინიესტა, რომელიც ამჟამად "ვისელ კობეს" ღირსებას იცავს, იაპონიაში და ესპანეთში თამაშს ერთმანეთს ადარებს. 

    "ბარსელონაში" შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა, წასვლის შემდეგ კი ამისგან გავთავისუფლდი. ესპანეთში ძალიან დიდი წნეხი იყო. ზეწოლა იაპონიაშიც არის, მაგრამ აქ სხვანაირი მდგომარეობაა. 

    იაპონელი გულშემატკივრები თამაშებს განსაკუთრებული ენთუზიაზმით ეკიდებიან. ისინი გამხნევებენ და პროტესტს გამოხატავენ, თუმცა არ ბრაზდებიან. აქ დამარცხებაზე ევროპელებისგან განსხვავებული რეაქცია აქვთ. ამ ფილოსოფიის გავრცელებას ყველაზე დიდი დრო დაჭირდა. წაგება არასდროს მომწონდა.  ვცდილობ, მათგან ვისწავლო და სიტუაცია მათი გადმოსახედიდანაც შევაფასო. 

    ნებისმიერ შემთხვევაში, "ვისელ კობეში" გატარებული პერიოდი "ბარსელონაზე" უფრო წყნარია". - აცხადებს ინიესტა. 

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    4 - 13 თებერვალი 2019 17:28

    დონ ❤❤❤💖💖😘

    0
    გასულია

    3 - 13 თებერვალი 2019 03:42

    ციტატა: barca=msn
    როგორც ზიდანი წავიდა რეალიდან ისე რომ ყველაფერი მოიგო და არუნდოდა მაინც და მაინც იძულებით გაეგდოთ და ყველა შემთხვევაში 1 ცუდსაც ვერ გაუხსენებენ ზიდანის რეალს იგივენაირად მოიქცა ინიც ვერავინ ვერ იტყვის რომ ცუდ ფორმაში იყო რადგან დღესაც კი ჯობია ზოგ ბარსელონას ფეხბურთელს იმდენად კლასნია მაგრამ უნდოდა ისე წასულიყო რომ არავის არ ეთქვა ამის დრო იყოო რადგან ცუდად თამაშობსო <3 ნამდვილი ლეგენდაა <3

    ბაზარი არაა. მარა რას გააგებინებ ამ შემთხვევით გაკეთებულ ხალხს, გამოდის იმ დღეს ვიღაც პარტახი მადრიდისტა და ფულის გამო წავიდაო. მოდი და დედა არ მოუკითხო. ეგ ერთი მიზეზია შენ რაც თქვი და აგერ მეორესაც გეტყვი, რატო წავიდა გვარდიოლა, ხავი, პუიოლი დეკო, ადგილს უთმობენ მომავალ თაობას. ინი რო არ წასულიყო არც ალენია დაწინაურდებოდა და წასვლა მოუწევდა. ვერც არტური ვერ მიიღებდა საკმარის სათამაშო დროს და კოუტინიოც სკამს გახეხავდა კიდევ უფრო მეტად. დე იონგიც 2 ჯერ დაფიქრდებოდა გადმოსვლაზე და შესაძლო კონკურენციაზე და + ხელფასი, საკმაოდ ხელფასს იღებდა და ადრე თქვა, როცა მივხვდები რო ამ ხელფასით გუნდს ტვირთად ვაწევარ და აღარ ვიმსახურებ წავალო. ინიესტა ყველაზე დიდ ხელფასს ტაშს და სიყვარულს იმსახურებს სრულიად მსოფლიოსგან მარა დიდმა ფეხბურთელებმა იციან როდის ჯობს წასვლა. ზიზუმაც ისეთი ბოლო ტურნირი ჩაატარა მაგით დაამახსოვრა ფანების 80% ს თავი და დაავიწყა მანამდე ჩაგდებული სეზონი. კიდე რო დარჩენილიყო ისევ ამოვარდებოდა ამ ასაკში ფორმიდან და უკვე ბერნაბეო სტვენაში გააპობდა როგორც კასილასი არ დაინდეს და კიდე ბევრს ელის ეგ. აი მალდინი კანავარო კიდე პირიქით, ლეგენდები იყვნენ მარა თავი შეირცხნინეს, ეგ იტალიელების სენია 40 წლამდე თამაში. მალდინი 40 გადაცილებული იყო როცა თამაშობდა, ეგეც და კოსტაკურტაც და იღლიაში ყავდათ ამოდებული ხან ვის ხან ვის. ეგ კი მაგრად ტეხავს

    5
    გასულია

    2 - 12 თებერვალი 2019 23:55

    როგორც ზიდანი წავიდა რეალიდან ისე რომ ყველაფერი მოიგო და არუნდოდა მაინც და მაინც იძულებით გაეგდოთ და ყველა შემთხვევაში 1 ცუდსაც ვერ გაუხსენებენ ზიდანის რეალს იგივენაირად მოიქცა ინიც ვერავინ ვერ იტყვის რომ ცუდ ფორმაში იყო რადგან დღესაც კი ჯობია ზოგ ბარსელონას ფეხბურთელს იმდენად კლასნია მაგრამ უნდოდა ისე წასულიყო რომ არავის არ ეთქვა ამის დრო იყოო რადგან ცუდად თამაშობსო <3 ნამდვილი ლეგენდაა <3

    7
    --------------------
    ეს ფეხბურთია და არა ომი !...
    საიტზეა

    1 - 12 თებერვალი 2019 23:48

    უშეცდომო იყავი დონ <3

    11
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა