რაბიოთი "იუნაიტედიც" დაინტერესდა

  • 12-02-2019, 15:01
  • რაბიოთი "იუნაიტედიც" დაინტერესდა

    "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველს, ადრიან რაბიოს, მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, ზაფხულში კი ის კლუბს დატოვებს. 

    ზოგიერთი ცნობის მიხედვით, ფრანგ ფეხბურთელს "ბარსელონასთან" შეთანხმება უკვე აქვს მიღწეული, თუმცა მის მიმართ ინტერესს სხვა კლუბებიც იჩენენ, მათ შორის "ლივერპული", "ტოტენჰემი", "არსენალი" და "ბაიერნი". 

    Mirror-ის ინფორმაციით, ამ სიას "მანჩესტერ იუნაიტედიც" შეუერთდა. "წითელი ეშმაკები" რაბიოს მარუან ფელაინის შემცვლელად მიიჩნევენ, რომელიც ახლახანს ჩინეთის სუპერ ლიგაში გადავიდა. 

    შესაბამისად, 'ბარსას" კონკურენციის გაწევა თითქმის ყველა წამყვანი პრემიერ ლიგური გუნდისთვის მოუწევს. 

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა

    2 - 12 თებერვალი 2019 15:35

    წაიყვანოს აღარ გვჭირდება ეს ჩვენ

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    1 - 12 თებერვალი 2019 15:16

    ლო სელსო ნახევარდაცვაში და აღარ გვინდა ვინმე ნახევარდაცვაში

    1
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა