უგოლო ფრე "ბილბაოსთან" - "რეალთან" სხვაობა 6 ქულაა

  • 11-02-2019, 01:42
  • უგოლო ფრე "ბილბაოსთან" - "რეალთან" სხვაობა 6 ქულაა

    ლა ლიგის 23-ე ტურში, "სან მამესზე", ერთმანეთს ბილბაოს "ატლეტიკი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდნენ. მატჩი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა. 

    ყველაზე გამორჩეული მოთამაშე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იყო, რომელმაც საოცარი სეივები შეასრულა და თავისი გუნდი რამდენიმეჯერ გადაარჩინა. 

    დამატებულ წუთებზე, "ბილბაო" 10 ფეხბურთელით დარჩა - ოსკარ დე მარკოსმა კატალონიელების კონტრშეტევის ჩაშლის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. თუმცა, ამით "ბარსამ" ვერ ისარგებლა. 

    ერნესტო ვალვერდეს გუნდი ბასკეთს ერთი ქულით ტოვებს. სატურნირო ცხრილში "ბარსელონას" და მადრიდის "რეალს" შორის სხვაობა 6 ქულაა, "ატლეტიკოს" კი ერთით ნაკლები აქვს. 

    მომდევნო ტურში, "ბარსა" "ვალიადოლიდს" უმასპინძლებს. ეს შეხვედრა 16 თებერვალს გაიმართება. 

    თეგები: ბილბაო

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    6 - 11 თებერვალი 2019 16:36

    გერმანული პრესა წერს, რომ "ბარსელონამ" ლუკა იოვიჩის ტრანსფერი შეათანხმა, რომელიც გუნდს ზაფხულში შეურთდება.

    21 წლის სერბი "ფრანკპურტის" ღირსებას იცავს და მისი დამატება მადრიდის "რეალსაც" სურდა.

    გაცნობებთ, რომ მიმდინარე სეზონში მან 14 გოლის გატანა მოახერხა.

    იოვიჩი "ფრანკპურტში" იჯარით არის, მისი კონტრაქტის უფლებები კი "ბენფიკას" ეკუთვნის.

    2018 წლიდან ის სერბეთის ნაკრებშიც გამოდის.

    1
    გასულია

    5 - 11 თებერვალი 2019 08:34

    ციტატა: Don_Andresito
    5 ტურში გადავა რეალი პირველზე. სევილია გლადებში იხმარს ამ გულუს ამრევ ბარსას. მერე რეალი ისე მოუგებს 5-1 მონაგონი იქნება. მერე ბეტისთან გასვლა და მანდ მორჩა. არ გამოვრიცხოთ სახლში ვალიადოლიდთან 0-0. მერე ვალვერდეს კონტრაქტს გაუხაგრძლივებენ და კრუიფს მეორედ მოკლავენ. მანდ დამთავრდება ბარსელონა.

    არ გეწყინოს ბრატ მაგრამ მაგარი არრარელაური რაღაცა თქვი შენ რას მოუგებს 5-1 რეალი? ბერნაბეუზე?

    4
    საიტზეა

    4 - 11 თებერვალი 2019 01:57

    კიდე კაი თავს დროზე ფორა ავიღეთ თორე ვინ იცის ახლა რომელზე ვიქნებოდით

    5
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    3 - 11 თებერვალი 2019 01:56

    წინასწარ ზოგიერთები რომ წერენ, 2:0 ვიგებთ, 3:0 ვიგებთ, ამას ვუზამთ, იმას ვუზამთ. აჰა ვუქენით და კარგად დაითვალეთ მოგებული ქულები.

    5
    გასულია

    2 - 11 თებერვალი 2019 01:54

    5 ტურში გადავა რეალი პირველზე. სევილია გლადებში იხმარს ამ გულუს ამრევ ბარსას. მერე რეალი ისე მოუგებს 5-1 მონაგონი იქნება. მერე ბეტისთან გასვლა და მანდ მორჩა. არ გამოვრიცხოთ სახლში ვალიადოლიდთან 0-0. მერე ვალვერდეს კონტრაქტს გაუხაგრძლივებენ და კრუიფს მეორედ მოკლავენ. მანდ დამთავრდება ბარსელონა.

    11
    გასულია

    1 - 11 თებერვალი 2019 01:45

    ტრიპლეტს ვუწინასწარმეტყველებდით და ეხა უტიტულოდ არ დავრჩეთ საშიშია :(

    3
    --------------------
    ANALITIKOSA
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა