ბართომეუ: დემბელეს 1:30 საათზე ვესაუბრე

ბართომეუ: დემბელეს 1:30 საათზე ვესაუბრე

მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში, უსმან დემბელეს მთავარ პრობლემას ვარჯიშებზე დაგვიანება წარმოადგენდა. ეს, სავარაუდოდ, სხვადასხვა სახის გართობაზე დამოკიდებულებით იყო გამოწვეული, რის გამოც ფრანგი ფეხბურთელი დილით ადრე ადგომას ვერ ახერხებდა. თუმცა, ახლა გაირკვა, რომ დემბელეს ღამისთევის "ნამდვილი მიზეზი" "ბარსელონას" პრეზიდენტი ყოფილა. 

"იმედი მაქვს, დემბელე ასე გააგრძელებს. მას დიდი ნიჭი აქვს და ყოველთვის, როცა მოედანზე გადის, ჩვენს გაკვირვებას ახერხებს. ერთხელ დილის 1:30 საათზე ვესაუბრე და მითხრა, რომ "ბარსელონაში" დიდი წარმატების მიღწევა და გულშემატკივრების გულის მოგება სურს". - თქვა ჟოზეპ ბართომეუმ COPE-სთან ინტერვიუში. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 თებერვალი 2019 01:18
    14
    გვაკლია დემბო გვაკლია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued