ბართომეუ მესის ახალ კონტრაქტზე: ამაზე მაშინ ვისაუბრებთ, როცა დრო მოვა

  • 6-02-2019, 22:23
  • ბართომეუ მესის ახალ კონტრაქტზე: ამაზე მაშინ ვისაუბრებთ, როცა დრო მოვა

    "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ ლიონელ მესის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

    არგენტინელის ამჟამინდელი ხელშეკრულება კატალონიურ კლუბთან 2021 წლამდე მოქმედებს.

    "რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, რომ მესი დარჩეს და კლუბში კიდევ მრავალი წელი ითამაშოს.

    მას კონტრაქტით კიდევ ორი წელი აქვს. მაგრამ თუ მის თამაშს ნახავთ, ბუნებრივია, ჩვენ გვინდა მან რაც შეიძლება დიდი ხანი გააგრძელოს "ბარსელონაში" თამაში.

    ის ძალიან ჭკვიანია და არანაირი მიზეზით არ იჩქარებს.

    ჩვენ ვიცით, რომ ამ მომენტისთვის ის თავს კარგად გრძნობს და როდესაც კონტრაქტის გახანგრძლივებას მოისურვებს, ჩვენ ვისაუბრებთ. ამას მაშინ გავაკეთებთ, როცა დრო მოვა." - განაცხადა ბართომეუმ.

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    5 - 6 თებერვალი 2019 22:52

    სალას ტრანსფერის ფულზე რას ფიგრობთ ჩემი აზრით ნანტსაც და კარდიფსაც ფული უნდაგადაუხადოს ფედარაციამ და არა კარდიფფა ნანტს

    0
    გასულია

    4 - 6 თებერვალი 2019 22:49

    სახელი შემიცვალე რა ადმინ როგორ უნდა დაგიკავშირდე

    0
    გასულია

    3 - 6 თებერვალი 2019 22:46

    ბართო შე *ვერო გაუხანგძლივებ აბა რას იზამ

    0
    გასულია

    2 - 6 თებერვალი 2019 22:39

    ეს მინიმუმ 36 წლამდე აქაა

    1
    გასულია

    1 - 6 თებერვალი 2019 22:24

    არ გაუხანგრძლივებ და გნახავ ბარსელონას ცენტრში ფეხებ დაკიდებულს

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი