„რეალმა“ „კლასიკოს“ წინ შესანიშნავი განწყობა შეიქმნა

„რეალმა“ „კლასიკოს“ წინ შესანიშნავი განწყობა შეიქმნა

"ბარსელონასა" და "ატლეტიკოსგან" განსხვავებით, "რეალისთვის" 22-ე ტური წარმატებით დასრულდა. სანტიაგო სოლარის კოლექტივმა "ალავესი" 3:0 დაამარცხა.

კარიმ ბენზემას, ვინისიუს ჯუნიორისა და მარიანო დიასის გოლების წყალობით "სამეფო კლუბმა" სატურნირო ცხრილის ლიდერთან სხვაობა 7-ქულამდე შეამცირა.

მადრიდელებმა "კლასიკოსთვის" შესანიშნავი განწყობა შეიქმნეს. "ბარსელონა" და "რეალი" კოპა დელ რეის პირველ ნახევარფინალურ მატჩს 6 თებერვალს, "კამპ ნოუზე" გამართავენ. შეხვედრაში ლიონელ მესისა და უსმან დემბელეს მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანამ" საკუთარ მოედანზე "ვალენსიას" ვერ მოუგო (2:2), ხოლო "ატლეტიკო" სტუმრად "ბეტისთან" დამარცხდა (0:1).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 4 თებერვალი 2019 09:30
    0
    ნუბახლა ალავესს თუ მოუგეს ჩვენც მოგვიგებენ ://// კარგი განწყობა არა იხვი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #1 4 თებერვალი 2019 09:29
    1
    მესიმაც კარგი განწყობა შეიქმნა კლასიკოს წინ 2 გოლი გაიტანა ახლა მთავარია დაზიანება არ იყოს სერიოზული და დარწმუნებული ვარ მესი მაქსიმალურად შეეეცდება კამპ ნოუზე მისულ მადრიდისტებს გული ჩაწყვიტოს...