„ბარსელონამ“ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 7 მატჩი გადაარჩინა

  • 3-02-2019, 01:08
  • „ბარსელონამ“ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 7 მატჩი გადაარჩინა

    ლიონელ მესის დუბლის წყალობით "ბარსელონამ" "ვალენსიასთან" არსებული 2-ბურთიანი სხვაობა აღმოფხვრა და "კამპ ნოუზე" ქულა მოიპოვა. ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ეს რიგით მე-7 შემთხვევაა, როცა კატალონიელებმა მატჩი გადაარჩინეს.

    მსგავს შეხვედრათა კატეგორიას მიეკუთვნება "რეალ სოსიედადსა" (2:1) და "რაიო ვალეკანოსთან" (3:2) დაპირისპირებები. კატალონიელების წინააღმდეგ თამაშისას უპირატესობა "ჟირონამ" (2:2), "ატლეტიკომ" (1:1), "ვალენსიამ" და (პირველი წრე, 1:1) "ბილბაომაც" (1:1) ვერ შეინარჩუნეს.

    ამ სეზონში, ესპანეთის მოქმედმა ჩემპიონებმა მეტოქის 2-ბურთიანი უპირატესობა პირველად გააბათილეს. ბოლოს ეს 2016/17 წლებში, "ეიბართან" მატჩში მოხდა - 4:2.

    თეგები: ვალენსია

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    3 თებერვალი 2019 01:12

    მაქედან უმეტესობა დემბოს გადარჩენილია ჩემი ბიჭი როგორ გვაკლია <3

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied