"ბარსელონამ" წელს ჩემპიონატში პირველი ქულები დაკარგა

  • 2-02-2019, 23:30
  • "ბარსელონამ" წელს ჩემპიონატში პირველი ქულები დაკარგა

    ლა ლიგის 22-ე ტურში, "ბარსელონამ" "ვალენსიას" უმასპინძლა. მატჩი დაძაბული გამოდგა და ფრედ, 2-2 დასრულდა. 

    პირველ ტაიმში, სტუმრებმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. ანგარიში 24-ე წუთზე კევინ გამეირომ გახსნა, 32-ზე კი დანი პარეხომ თერთმეტმეტრიანი დარტყმა გამოიყენა. მალევე, პენალტი საპირისპირო კარში დაინიშნა. ლიონელ მესიმ სხვაობა შეამცირა. 64-ე წუთზე, არგენტინელმა ლამაზი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. 

    შედეგად, "ბარსამ" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ "ატლეტიკოსთან" ქულათა სხვაობა მხოლოდ ერთით გაზარდა. ამ ტურში, "ატლეტიკო" "ბეტისს" შეხვდება და ჩამორჩენის 3 ქულამდე შემცირებას შეეცდება. 

    "ბარსელონა" მომდევნო მატჩს თასზე, 6 თებერვალს, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გამართავს. 

    თეგები: ვალენსია

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა
    M10 S9 D11 Culé [?]

    2 თებერვალი 2019 23:55

    ვალიკოს ექსპერიმენტების წყალობით

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    dembele11 წევრი [?]

    2 თებერვალი 2019 23:50

    ციტატა: numuno
    რა ჭირს ამ ბარსელონას ვერ გავიგე რა, არავინ არ თქვას წინ ლიგაა და თავს ინახავსო , ასეთ თამშებში ქულების დაკარგვა არ ეკდარება ... წამოეწია ატლეტიკო და რეალიც იხოდება უკვე ... სასაცილო იქნება ამ ბარსელონამ ტრიპლეტი რომ შეასრულოს ... ბევრად უფრო მაგარი ბარცა ვერ ახერხებდა ამას ...

    Bოდიში და გავკარი ლა ლიგას ლიგა და კოპა დადონ

    0
    გასულია
    Barca_MNS ფანი [?]

    2 თებერვალი 2019 23:43

    დაკარგა კიარა ის 1-იც რო მოიპოვა მადლობა თქვან : bowtie

    1
    გასულია
    barca`barca Culé [?]

    2 თებერვალი 2019 23:39

    ვერაფერს ვერ ვხედავ სანერვიულოს.. ურთულესი კალენდარი გვაქვს..ეს ერთი თვე გამოვძვრეთ და ეგაა ..ყველაფერი ჩვენი იქნება ;დდ
    რობოტები ხოარ არიან მართლა..ძველი ბარსა სხვა გუნდი იყო ახლანდელს ნუ შევადარებთ..ისეთი გუნდი აღარ იარსებებს ))

    4
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    გასულია
    numuno წევრი [?]

    2 თებერვალი 2019 23:37

    რა ჭირს ამ ბარსელონას ვერ გავიგე რა, არავინ არ თქვას წინ ლიგაა და თავს ინახავსო , ასეთ თამშებში ქულების დაკარგვა არ ეკდარება ... წამოეწია ატლეტიკო და რეალიც იხოდება უკვე ... სასაცილო იქნება ამ ბარსელონამ ტრიპლეტი რომ შეასრულოს ... ბევრად უფრო მაგარი ბარცა ვერ ახერხებდა ამას ...

    1

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied