რატომ დაისაჯა მუსა ვაგე 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციით

რატომ დაისაჯა მუსა ვაგე 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციით

"ეხეასთან" მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო, "ბარსა ბ"-ს მცველმა, მუსა ვაგემ, 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ვაგემ თამაშის მიმდინარეობისას მეტოქე გუნდის გულშემატკივარს, რომელიც აუტის მოწოდებისთვის ბურთს არ აძლევდა, სახეში დაარტყა. 

ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ ბოდიში მოიხადა, მაგრამ აღნიშნა, რომ მასპინძლების მხრიდან რასისტულ შეძახილებს ჰქონდა ადგილი. ამასთან ერთად, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ინციდენტი მატჩის ბოლო წუთებზე მოხდა, როცა "ბარსელონას" ანგარიშის გათანაბრება სჭირდებოდა. ამის მიუხედავად, სენეგალელმა მაინც ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია დაიმსახურა. 

თავის მხრივ, "ეხეამ" ვაგეს ბოდიში მიიღო და რასისტული შეძახილების ფაქტი უარყო. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Z_A_R_D_O
    სტუმარი [?]
    #2 24 იანვარი 2019 23:10
    0
    ოოოო ეს რა არასპორტული საქციელი ჩაუდენია, მაგრამ არც ისინი არიან მართლები რასისტულ შეძახილებს თუ ეძახდნენ მათაც უნდა დაეკისროთ რაიმე ფულადი ჯარიმა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 24 იანვარი 2019 21:50
    3
    ეს მთლად დალაგებული ვერ ყოფილა :დდდდდდ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued