ტერ შტეგენმა ლა ლიგაში მე-100 მატჩი ჩაატარა

ტერ შტეგენმა ლა ლიგაში მე-100 მატჩი ჩაატარა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში "ლეგანესთან" გამართული მატჩი (3:1) "ბარსელონას" გოლკიპერისთვის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენისთვის საიუბილეო აღმოჩნდა.

სტატისტიკოსების ცნობით, 26 წლის კარის დარაჯმა ესპანეთის ჩემპიონატში მე-100 შეხვედრა ჩაატარა და ის გახდა პირველი გერმანელი მეკარე, რომელმაც პრიმერა დივიზიონში მსგავს შედეგს მიაღწია.

ტერ შტეგენმა, რომელიც კატალონიურ კლუბში 2014 წლიდან ირიცხება, ლა ლიგაში 100 ჩატარებულ მატჩში 89 გოლი გაუშვა. მან 42 თამაშში კარი მშრალად შეინახა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 იანვარი 2019 08:44
    0
    Congrats
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️