სათასო მატჩების თარიღი და დრო ცნობილია

  • 18-01-2019, 23:59
  • სათასო მატჩების თარიღი და დრო ცნობილია

    როგორც იცით, დღეს ესპანეთის სამეფო თასის 1/4 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც "ბარსელონას" მეტოქედ "სევილია" ერგო.

    ცოტა ხნის წინ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ 1/4 ფინალური ეტაპის მატჩების თარიღი და დრო დაადასტურა.

    23 იანვარს თბილისის დროით 00:30 საათზე "ხეტაფე" "ალფონსო პერესზე" "ვალენსიას" უმასპინძლებს. 24 იანვარს ასევე 00:30 საათზე "ბარსელონა" "სანჩეს პისხუანზე" "სევილიას" ესტუმრება". 24 იანვარს 22:30 საათზე "ესპანიოლი" "კორნელიაზე" "ბეტისს" დახვდება. ბოლო მატჩი კი 25 იანვარს 00:30 საათზე "ბერნაბეუზე" შედგება "რეალსა" და "ჟირონას" შორის.

    საპასუხო მატჩები 1 კვირის შემდეგ გაიმართება, მათი ზუსტი თარიღი და დრო ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    19 იანვარი 2019 16:59

    ციტატა: luka kule
    ციტატა: მურმანი
    ჰალაზე ერთი სული აქვთ როდის მოკვეთენ ბარსას კოპადსნ.ამ თასის იმედიღა აქვთ😂😂😂

    ხირონა გააგდებს როგორც ატლეტიკო გააგდო

    ხირონა არა-ჟირონა, კატალონიის გუნდია და იმიტომ. პიკეც ჟერარდია ესპანურად რო ხერარდს ეძახიან.

    0
    გასულია
    luka kule გულშემატკივარი [?]

    19 იანვარი 2019 13:18

    ციტატა: მურმანი
    ჰალაზე ერთი სული აქვთ როდის მოკვეთენ ბარსას კოპადსნ.ამ თასის იმედიღა აქვთ😂😂😂

    ხირონა გააგდებს როგორც ატლეტიკო გააგდო

    1

    პარტნიორები

    Flashscore.ge