"ბარსელონას" "ლევანტესთან" ჩუმის შემადგენლობაში დაყენების უფლება ჰქონდა

"ბარსელონას" "ლევანტესთან" ჩუმის შემადგენლობაში დაყენების უფლება ჰქონდა

კატალონიური Sport-ის ჟურნალისტის, ალბერტ როხეს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" ესპანეთის თასიდან მოხსნა არ ემუქრება იმის მიუხედავად, რომ კატალონიელებმა, 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში, დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი ათამაშეს.

ერთი კვირის წინ, "ლევანტესა" და "ბარსელონას" შორის გამართულ შეხვედრაში, სტუმართა მხრიდან, მონაწილეობა მიიღო "ბარსა ბ"-ს ცენტრალურმა მცველმა, ჩუმიმ, რომელსაც, იმ დროისთვის, ქვეყნის ჩემპიონატის მე-3 დივიზიონში მიღებული 5 ყვითელი ბარათის გამო, დისკვალიფიკაცია ჰქონდა.

ალბერტ როხეს მოჰყავს ესპანეთში მოქმედი ორი წესი, რომლებიც "ბარსას" სასარგებლოდ მეტყველებს.

უპირველესად უნდა ითქვას, რომ როდესაც ფეხბურთელი ყვითელი ბარათების ლიმიტის გამოა დისკვალიფიცირებული, მისი სასჯელი მხოლოდ იმ ჩემპიონატზე მოქმედებს, რომელშიც მან ეს გაფრთხილებები მიიღო. შესაბამისად, ჩუმის დისკვალიფიკაცია ესპანეთის თასზე ვერ გავრცელდებოდა.

გარდა ამისა, დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დაინტერესებულ მხარეს, ამ შემთხვევაში "ლევანტეს", მომხდარის გასაჩივრების უფლება 2 დღის ვადაში ჰქონდა, თამაშის შემდეგ კი უკვე 7 დღე გავიდა.

ასე რომ, მადრიდული El Mundo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, "ბარსელონას" ესპანეთის თასიდან მოკვეთა არ ემუქრება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 იანვარი 2019 13:42
    0
    ციტატა: anireal80
    ბარსას საყბარელი ტურნირიდან მოკვეთა საცოდაობა იქნებოდა

    საყბარელი რას ნიშნავს? თუ ჯერ სკოლაში ყველა სიტყვა არ უსწავლებიათ.
    Mელა
    სტუმარი [?]
    #1 17 იანვარი 2019 22:21
    6
    ხოდა რაუნდათ მაშინ.