MD: ფილიპე კოუტინიოს "ბარსელონაში" დარჩენა უნდა

MD: ფილიპე კოუტინიოს "ბარსელონაში" დარჩენა უნდა

"ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავი ფილიპე კოუტინიო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კატალონიური გუნდის დატოვებას არ აპირებს.

რამდენიმე დღის წინ Sport-მა Daily Mirror-ზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოუტინიოს "ბარსელონადან" წასვლა გამორიცხული არაა, თუმცა, Mundo Deportivo-ს ცნობით, სიტუაცია განსხვავებულია - ფილიპე კლუბის დატოვებას არ გეგმავს.

კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, 26 წლის ნახევარმცველს, რომელიც ბოლო დროს არაერთხელ გააკრიტიკეს და სასტარტო შემადგენლობაშიც იშვიათად ხვდება, სურს დაამტკიცოს, რომ კვლავ შეუძლია იმ თამაშის ჩვენება, რისთვისაც ის "ბარსელონაში" მიიწვიეს.

ფილიპე კოუტინიომ გუშინ "ეიბართან" ძირითადში ითამაშა. მან საგოლე გადაცემა მიითვალა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ის კიდევ უფრო მოუმატებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 15 იანვარი 2019 11:50
    1
    ციტატა: Don_Andresito
    ციტატა: anireal80
    ოქროს ბურთი კოუტინიოს !

    პლასტნასის უნიტაზი ანირეალს.

    tired_face პლასტმასის როგორ აკადრე!
    აგერ 7,000 $ -იანი სუპერ სმარტ-უნიტაზი ხომ გამოვიდა გაყიდვაში: თვითონ რეცხავს, ტაბლოზე გიწერს ქაღალდი თავდება თუ არა, გარეთ როგორი ამინდია და რა ტემპერატურაა და რა ვიცი, კიდევ ბევრ რაღაცას! smile smile smile
    ესეც ლინკი === https://popx.ge/article/3603-kompania-kohler-ma-smart-tualeti-caradgina?fbclid=IwAR2EKXpnFN6ooeWSinvkGtOIMCbUs2iHxl3DsNYIAEa6KgyRlSGd_86vais
    sweat_smile sweat_smile sweat_smile
    [?]
    #1 15 იანვარი 2019 04:57
    5
    ციტატა: anireal80
    ოქროს ბურთი კოუტინიოს !

    პლასტნასის უნიტაზი ანირეალს.