დღეს, ვიქტორ ვალდესის დაბადების დღეა

  • 14-01-2019, 17:22
  • დღეს, ვიქტორ ვალდესის დაბადების დღეა

    დღეს, 14 იანვარს "ბარსელონას" ყოფილი მეკარე, ვიქტორ ვალდესი დაიბადა, ის 37 წლის გახდა. ესპანელი მეკარე 1982 წელს ოსპიტალეტში დაიბადა. ვიქტორ ვალდესი კლუბის ისტორიაში საკმაოდ წარმატებული გოლკიპერი გახლავთ. 

    ვალდესის დებიუტი "ბარსელონაში" 2002/2003 სეზონში შედგა, ამის შემდეგ მან 535-ჯერ მოირგო "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისური, 2014 წელს კი კლუბი საკუთარი სურვილით დატოვა. "ბლაუგრანასთან" ერთად ვალდესმა 21 ტიტული მოიგო, იგი ასევე გახლავთ ერთადერთი ფეხბურთელი, ლეგენდარულ ანტონი რამალეტსთან ერთად, რომელმაც "ზამორას ჯილდო" ყველაზე მეტჯერ (5) მოიგო.

    2014 წელს ესპანელი დარაჯი "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდა, თუმცა მან "წითელი ეშმაკების" რიგებში მხოლოდ 2 შეხვედრა ჩაატარა, 2016 წელს კი კლუბი დატოვა და ინგლისურ "მიდლსბროს" შეუერთდა, სადაც კარიერის უკანასკნელი სეზონი ჩაატარა (28 მატჩი). 

    2018 წლის იანვარში, ვალდესმა საფეხბურთო კარიერის დასრულება დაადასტურა, მან ასევე გააუქმა ყველა სოციალური ქსელი, სადაც მოღვაწეობდა. ლეგენდარული მეკარე ამჟამად ესპანური "მორატალაზის" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელია, გუნდი ესპანეთის დაბალი რანგის ლიგაში ასპარეზობს.

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    12 - დღეს, 02:37

    გილოცავ

    0
    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!
    გასულია

    11 - 14 იანვარი 2019 22:41

    ვალდესი მაგარი დონე მეკარე იყო მაგრად ვაფასებ

    2
    გასულია

    10 - 14 იანვარი 2019 20:53

    ციტატა: yourego
    აი ბაზარი არაა დეხეა მაგარი მეკარეა მარა აი რა სეივებიც გააკეთა იგივეს აკეთებს თითო თამაშში სილესენი ნუ შტეგენზე როარაფერი ვთქვათ, შეილება ბარსას გულშემატკივარი ვარ და მაგიტო მირჩევნია მარა რავი ჩემი აზრით პიარი უფრო დიდიაქ დეხეას ვიდრე შედეგები

    არ გეთანხმები დეხეა ძაან მაგარია მე ძალიან მომწონს შტეგო ძაან დონეა და ვფიქრობ ბარსას ასეთი მაღალი დონის მეკარე არ ყოლია როგორც შტეგოა რა ვალდესი ათეულშიც არ შევიყვანდი ბარსაში რო იყო ისეთი მეკარეები ყავდათ გუნდებს ვფიქრობ ერთ ერთი სუსტი რგოლი იყო ბარსას მეკარის პოზიცია სხვა გრანდებთან შედარებით

    4
    გასულია

    9 - 14 იანვარი 2019 18:32

    ხანდახან მაგრად გაუბერავდა ხოლმე დდ ბარსას ისტორიაში საუკეთესო მეკარეა უდაოდ, მაგრამ შტეგენი კარიერის დამთავრების შემდეგ ვიქტორზე წინ დადგება.

    6
    გასულია

    8 - 14 იანვარი 2019 18:23

    აუ ეს მეკარე ძალიან მიყვარს რა ძაან ჯიგარი ადამიანია ძალიან გული დამწყდა რომ 2014ში წავიდა კლუბიდან 1 წელიც რომ ყოფილიყო ლიგას მოიგებდა მაგრამ ტრამვებმა გააწამა ტიპი . დღევანდელ დე ხეასაც ნოიერსაც და ობლსკსაც მირჩევნია ვალდესი.

    3
    გასულია

    7 - 14 იანვარი 2019 17:55

    ციტატა: romani23
    იშვიათად შემოვდივარ აქ მაგრამ ახლა ვალდესმა შემომიყვანა. ის გენიალური კიპერია და 5 ზამორა ამის ერთ-ერთი დასტურია. დაუმატებ კიდევ რამდენიმეს ჩემი ტერმინის მის მიმართ გასამაგრებლათ. 1) 5 ზამორა ესპანეთის ლიგაში (საუკეთესო ТОР-ლიგებშორის) არის უნიკალური და განიმეორებელი, აბა კიდევ გაიმეოროს ვინმემ... შეუძლებელია, 2) იგი 4-ჯერ იყო ყველაზე ნაკლები გოლის გამშვები (აბა ვის ააქვს ტ...რაკი გაიმეოროს, 3) ვიქტორმა 12 წლით (?!) საერთოდ მოხსნა ПОСТ №1-ს პრობლემა ТОР-კლუბში როგორიც ბარსელონაა, 4) და ეს ყველაფერი შემტევ კლუბში რომელიც არ გამოირჩეოდა საიმედო დაცვით და მთელი აქცენტი ჯქონდა გადატანილი შეტევაზე და ამის დასტური ისიცაა რომ ბარცა 10-თ წელზე მეტია რაც თამაშობს ერთი საყრდენით (ბუსკა)/ იბადება კითხვა... თუ ასეთი კიპერი ყოფილა რატომ არ მოიხსენიებენ გენიოსად და გენიოსების გვერდით, პასუხი: მან დაუშვა 3 სამარცხვინო შეცდომა (1 რეალთან, ბენზემასთან და დი მარიასთან და ერთი ესპანიოლთან, დე ლა პენიასთან) და ამ სამმა მაგრამ თვალშისაცემმა შეცდომამ გაუფუჭა იმიჯი, ეს ისეთივეა რაც გოგომ ერთხელ შეცდეს და გაბაზრდეს და მერე მთელი ცხოვრება ვერ "გამოირეცხავს". მიტოა ვალდესი ყველაზე არასამართლიანად შეფასებული კიპერი.

    ჩემთვის მაინც N1 ვალდესი <3

    1
    გასულია

    6 - 14 იანვარი 2019 17:52

    გეთანხმები..

    0
    --------------------
    “No Matter Where Are You I Will Always Support And Love You ♥ ..”

    “I like repressed characters. That gives me a lot of freedom to make a lot of different choices through subtleties.” - Jeremy Renner
    გასულია

    5 - 14 იანვარი 2019 17:51

    ბარსას ყველადროის საუკეთესო მეკარევ . ყოველთვის ჩვენს გულებში იკნები სხვა ლეგენდებთან ერთად

    1
    საიტზეა

    4 - 14 იანვარი 2019 17:49

    იშვიათად შემოვდივარ აქ მაგრამ ახლა ვალდესმა შემომიყვანა. ის გენიალური კიპერია და 5 ზამორა ამის ერთ-ერთი დასტურია. დაუმატებ კიდევ რამდენიმეს ჩემი ტერმინის მის მიმართ გასამაგრებლათ. 1) 5 ზამორა ესპანეთის ლიგაში (საუკეთესო ТОР-ლიგებშორის სხვათაშორის) არის უნიკალური და განიმეორებელი, აბა კიდევ გაიმეოროს ვინმემ ეს ?, ხომ ვიცით ყველამ რომ ეს შეუძლებელია, 2) იგი 4-ჯერ იყო ყველაზე ნაკლები გოლის გამშვები მსოფლიოში სეზონის შედეგათ, აბა ვის ააქვს ტ...რაკი ასეთი მიღწევა გაიმეოროს მაინც?!, 3) ვიქტორმა 12 წლით (?!) საერთოდ მოხსნა ПОСТ №1-ს პრობლემა და ეს ასეთ ТОР-კლუბში როგორიცაა ბარსელონაა, 4) და ეს ყველაფერი შემტევ კლუბში რომელიც არ გამოირჩეოდა საიმედო დაცვით და მთელი აქცენტი ჰქონდა (და ახლაც) გადატანილი შეტევაზე და ამის დასტური ისიცაა რომ ბარცა 10-თ წელზე მეტია რაც თამაშობს ერთი საყრდენით (ბუსკა). იბადება კითხვა... თუ ასეთი კიპერი ყოფილა რატომ არ მოიხსენიებენ გენიოსად და გენიოსების გვერდით?, პასუხი: მან დაუშვა 3 სამარცხვინო შეცდომა (2 რეალთან, ბენზემასთან და დი მარიასთან და ერთი ესპანიოლთან ახალგაზრდობისას, დე ლა პენიასთან) და ამ სამმა მაგრამ თვალშისაცემმა შეცდომამ გაუფუჭა მას იმიჯი მთლიანად, ეს ისეთივეა რაც გოგომ (სადმე სოფელში... ვთქვათ საქართველოში) ერთხელ შეცდეს და ეს სოფელში გაბაზრდეს და მერე მთელი ცხოვრება გოგო ვერ "გამოირეცხავს" იმ შეცდომას (სირცხვილს), ყველაფერს დაივიწყებს და აპატიებს ხალხი გოგოს გარდა იმ ერთი შეცდომისა. მიტოა ვალდესი ყველაზე არასამართლიანად შეფასებული კიპერი.

    8
    გასულია

    3 - 14 იანვარი 2019 17:47

    ციტატა: yourego
    აი ბაზარი არაა დეხეა მაგარი მეკარეა მარა აი რა სეივებიც გააკეთა იგივეს აკეთებს თითო თამაშში სილესენი ნუ შტეგენზე როარაფერი ვთქვათ, შეილება ბარსას გულშემატკივარი ვარ და მაგიტო მირჩევნია მარა რავი ჩემი აზრით პიარი უფრო დიდიაქ დეხეას ვიდრე შედეგები

    მეც მასე მეგონა რო პიარი ჰქონდა, მაგრამ რაც დავიწყე მანიუს თამაშების ყურება მივხვდი რო ვცდებოდი. ძაან დონეა დავიდი, უბრალოდ არ ჩანს და ტიტულებსაც ვერ იგებს.

    4
    გასულია

    2 - 14 იანვარი 2019 17:33

    ვულოცავ ვალდესს.ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მეკარეა ბარსას და ზოგადად ფეხბურთის ისტორიაში.

    4
    გასულია

    1 - 14 იანვარი 2019 17:27