ჟორდი ალბა: დარჩენა მინდა, მაგრამ "ბარსელონა" გახანგრძლივებას არ მთავაზობს

  • 14-01-2019, 13:52
  • ჟორდი ალბა: დარჩენა მინდა, მაგრამ "ბარსელონა" გახანგრძლივებას არ მთავაზობს

    ჟორდი ალბამ "ეიბართან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და ისევ გაუსვა ხაზი იმას, რომ "ბარსელონასგან" კონტრაქტის გახანგრძლივების შეთავაზებას უშედეგოდ უცდის. 

    "მდგომარეობა არ შეცვლილა. კონტრაქტში ერთი წელი დამრჩა და გახანგრძლივების შემოთავაზება ჯერ არ მიმიღია. 

    "ბარსელონა" ძალიან მიყვარს, ეს ყოველთვის ასე იყო და მინდა, აქ რაც შეიძლება დიდი დრო გავატარო. თუმცა, ერთადერთი, რისი კონტროლიც შემიძლია, ჩემი თამაშია, ამას კი, მგონი კარგად ვახერხებ. 

    დანარჩენი კლუბზეა დამოკიდებული, მე კი მშვიდად ვარ. 

    კარგია, რომ მორიგი სამი ქულა ავიღეთ. ლა ლიგა რთული ტურნირია და ასეთი უპირატესობა მნიშვნელოვანია". - თქვა ალბამ. 

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა

    4 - 14 იანვარი 2019 16:34

    ნუ ნერვიულობ შენ მესის მფარველობის ქვეშ ხარ და ბართომეუ თუ მესის გადაახტა მანდ მოეხნება დედის თრაკი

    12
    გასულია

    3 - 14 იანვარი 2019 15:23

    ამას მაინც არავინ გაუშვებს მასეთი დებილებიც არ არიან

    9
    საიტზეა

    2 - 14 იანვარი 2019 15:01

    ხელფასის ამბავი იქნება აბა სხვა რა პრობლემა უნდა ქონდეს ხელმძღვანელობას. გუნდის ერთ ერთი მთავარი მამოძრავებელი ფიგურაა და უდიდეს როლს ასრულებს. მისი შემცვლელი არ გვყავს და მემგონი ეშინიათ დიდი ხელფასი არ მოითხოვოს და ბოლოსკენ ვინუჟდენშუ ჩააგდებენ რო მათ პირობებს დათანხმდეს ისეთ კონტრაქტს დაუდებენ სეზონის ბოლოს.

    7
    გასულია

    1 - 14 იანვარი 2019 13:55

    ალბა ლეგენდააა... უნდა დავტოვოთ საუკეთესოა მის პოზიციაზე

    19
    --------------------
    We 61D it !