ერნესტო ვალვერდე "ეიბართან" მატჩის შემდეგ

  • 14-01-2019, 12:23
  • ერნესტო ვალვერდე "ეიბართან" მატჩის შემდეგ

    "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, "ეიბართან" მატჩი შეაფასა. 

    "ეიბარი" ჩემპიონატში პრესინგს ყველაზე კარგად ახერხებს. პირველ ტაიმში მეტოქე ძლიერი იყო, მეორე ნახევარში კი უფრო დიდი უპირატესობა გვქონდა და მეტი გოლიც გავიტანეთ. 

    სეზონის დასრულებამდე კიდევ დიდი დროა. აქამდე, ლიგაში ყველანაირი შედეგი გამოვცადეთ, მაგრამ ფეხი სხვა კონკურენტებსაც არაერთხელ დაუცდათ. 

    ყველაზე მძლავრი მეტოქე "ატლეტიკოა". მათთან უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ჯერ საქმე არ დაგვისრულებია. 

    არა მგონია, კოპა დელ რეის არაფრად ჩაგდება ჩემპიონთა ლიგის მოგებას ნიშნავდეს. "ლევანტესთან" მომდევნო თამაშში შემდეგ ეტაპზე გასვლას ვეცდებით და კარგი იქნება, თუ გულშემატკივრებიც დაგვეხმარებიან. 

    კოუტინიო არის ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის ბევრს აკეთებდა, ახლაც ბევრს აკეთებს და მომავალშიც ბევრს გააკეთებს. მას საოცარი მონაცემები აქვს. 

    "ბარსელონასთან" კონტრაქტი მაკავშირებს, რომელსაც მეც და კლუბის წარმომადგენლებიც დავიცავთ". 

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა