მესისა და სუარესზე მეტი ვერცერთ გუნდს გააქვს
ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარი უკვე მიილია. პირველი წრე "ბარსელონას", კონკრეტულად კი მისი საუკეთესო ბომბარდირების, ლიონელ მესისა და ლუის სუარესის დომინირებით გამოირჩა.
არგენტინულ-ურუვაული დუეტის ანგარიშზე უკვე 31 გოლია. მესიმ თავი 17-ჯერ გამოიჩინა, ხოლო სუარესმა - 14-ჯერ.
საინტერესოა, რომ 19 ტურის შემდეგ არცერთ გუნდს ამ ორ ფეხბურთელზე მეტი გოლი არ აქვს გატანილი. "სევილიამ" და "სელტამ" მეტოქეთა კარი იმდენჯერვე აიღეს, რამდენჯერაც მესიმ და სუარესმა ერთად. შემდეგ მოდის "ლევანტე" 30 გოლით, რომელსაც "რეალი" (28 გოლი) და "ატლეტიკო" (27 გოლი) მოსდევენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]