სამპერმა და ვერმალენმა ვარჯიში განაახლეს

  • 12-01-2019, 23:35
  • სამპერმა და ვერმალენმა ვარჯიში განაახლეს

    სერჟი სამპერმა და ტომას ვერმალენმა "ბარსელონასთან" ერთად ვარჯიში განაახლეს და ნაწილობრივი დატვირთვა მიიღეს. ორივე ფეხბურთელმა ტრავმა ძალიან დიდი ხნის წინ მიიღო, რამდენიმე დღეში კი ისინი, სავარაუდოდ, მოედანზე გასვლას ისევ შეძლებენ, შემდეგ ახალ ტრავმას მიიღებენ და მომდევნო თვეების განმავლობაში ისევ გამოჯანმრთელებაზე იზრუნებენ. 

    სამპერისთან შედარებით, ვერმალენი დაზიანების გარეშე წესით ნაკლებ დროს გაატარებს, რადგან ბელგიელ მცველს ესპანელი ნახევარმცველისგან განსხვავებით  სათამაშო დროის მიღების შანსი აქვს.

    ფეხბურთელები ახლა ექიმების მეთვალყურეობით ვარჯიშობენ და დროებით ასეც გაგრძელდება. 

    აღსანიშნავია, რომ "ბარსას" სავარჯიშო სესიაში მათ გარდა მონაწილეობა ბ გუნდის წევრებმაც მიიღეს, მათ შორის ინიაკი პენიამ, მუსა ვაგემ, ორიოლ ბუსკეტსმა და რიკი პუჩმა. 

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    6 - 13 იანვარი 2019 13:45

    ორივე წავიდეს თან ახლავე

    0
    გასულია

    5 - 13 იანვარი 2019 03:00

    ადრე მახსოვს სტატია იყო ბარსას ფეხბურთელების ხელფასებზე და დავინტერესდი ამ სამპერს რამდენი აქვს ხელფასი ნუ ყველაზე ცოტა ქონდა სხვებთან შედარებით მარა რიცხვზე იკაიფეთ... 19,000 ევრო კვირაში sweat_smile

    4
    გასულია

    4 - 13 იანვარი 2019 00:18

    რამაგარი კაცია ხელფას იღებს ტიტულებს იგებს ისე რომ სულ ტრამვა აქვს.საღოლ ვერმა

    6
    გასულია

    3 - 12 იანვარი 2019 23:53

    ამაზე ნაკლებად ოპტიმისტი აღარ უნდა იყო კაცი :დ და რაიცი რო სანამ მოედანზე გავა ვერმალენი მანამ არ მიიღებს ტრავმას

    2
    გასულია

    2 - 12 იანვარი 2019 23:45

    "რამდენიმე დღეში კი ისინი, სავარაუდოდ, მოედანზე გასვლას ისევ შეძლებენ, შემდეგ ახალ ტრავმას მიიღებენ და მომდევნო თვეების განმავლობაში ისევ გამოჯანმრთელებაზე იზრუნებენ" joy joy კარგი იყო :D

    6
    გასულია

    1 - 12 იანვარი 2019 23:40

    ისე ეს სამპერი სადმე რო გავანათხოვროთ არა? სათამაშო დროს მიიღებს და ზაფხულში გავყიდიდით აბა აქ სულ ტყუილად იქნება სათამაშო დრო არ ექნება

    1