ლიონელ მესი - 1 გოლი ისტორიულ მიღწევამდე

  • 12-01-2019, 23:11
  • ლიონელ მესი - 1 გოლი ისტორიულ მიღწევამდე

    ლიონელ მესი კიდევ ერთ რეკორდთანაა ახლოს. "ბარსელონას" კაპიტანს შეუძლია, ლა ლიგაში 400 გოლი დააგროვოს და ამისთვის ხვალ, "ეიბარის" წინააღმდეგ თუნდაც ერთი ბურთის გატანა იქნება საკმარისი. 

    ესპანეთის ჩემპიონატის 90 წლიან ისტორიაში ასეთი შედეგი არავის აქვს, პრიმერა დივიზიონის მოქმედი ფეხბურთელებიდან ყველაზე ახლოს კი არგენტინელთან 37 წლის არიც ადურისია, რომელიც, თუ გატანას ამ ტემპით გააგრძელებს, მესის ახლანდელ შედეგს დაახლოებით 25 წელიწადში გაუთანაბრდება. 

    ლიგის საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება:

    1. ლიონელ მესი - 399 გოლი

    2. კრიშტიანუ რონალდუ - 311

    3. ტელმო სარა - 251

    4. უგო სანჩესი - 234

    5. რაული - 228

    აქვე, მესის სტატისტიკა:

    • თამაში: 434
    • გოლი: 399
    • წუთი: 34,859
    • მოგება: 325
    • ფრე: 70
    • წაგება: 39
    • ძირითადი შემადგენლობა: 386
    • ცვლილებაზე გამოსვლა: 48

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    4 - 13 იანვარი 2019 13:47

    დღეს მიაჰეტრიკებს

    1
    გასულია

    3 - 13 იანვარი 2019 10:54

    ციტატა: jack slater
    ციტატა: Sergio5
    ვფიქრობ ადურიცს ექნება მაინც შანსი

    grinning grinning

    ცოტა ტემპსაც მოუმატებს და ალბათ ასე 18 წლის მერე დაეწევა, ოღონდ ერთი პირობით,რწყილმა უნდა შეწყვიტოს გოლების გატანა. stuck_out_tongue_winking_eye

    ხო ნუ მესი დაანებებს ალბათ მაქამდე და ისიც შეყრის რა მერე smile [quote][/quote]
    ისე რა მაგარი სანახავი იქნება 60 წლის ადურიცი რო დარბის smile

    2
    გასულია

    2 - 13 იანვარი 2019 00:23

    ვფიქრობ ადურიცს ექნება მაინც შანსი

    grinning grinning

    7
    გასულია

    1 - 12 იანვარი 2019 23:15

    ეიბარს შესცხებს ხვალ და ეგ იქნება

    10

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა