ერნესტო ვალვერდე "ეიბართან" მატჩის წინ

  • 12-01-2019, 22:47
  • ერნესტო ვალვერდე "ეიბართან" მატჩის წინ

    "ეიბართან" შეხვედრამდე ზუსტად ერთი დღით ადრე, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა. 

    "ეიბარს" ჩამოყალიბებული თამაშის სტილი აქვს, რითაც სხვა გუნდებისგან გამოირჩევა. მენდილიბარის ხელმძღვანელობით, მათი სქემა კარგად მუშაობს. ისინი მეტოქის ნახევარზე გაბედულად და რისკიანად მოქმედებენ, ეს მხედველობაში უნდა გვქონდეს და პირველ ზეწოლასაც უნდა გავუმკლავდეთ. 

    სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, ასე რომ, კლუბის დანაკლისის შევსებაზე ახლავე უნდა ვიფიქროთ. ეკონომიკური ფაქტორები აუცილებლად გასათვალისწინებელია, თუ ამას არ გავაკეთებთ, მხოლოდ ბ გუნდიდან ფეხბურთელის დაწინაურების ვარიანტი დაგვრჩება, იქ კი ხელსაყრელი მდგომარეობა არაა. აბელ რუისს ტრავმა აქვს, რაფა მუხიკას კი - დისკვალიფიკაცია. 

    ალვარო მორატა კარგი მოთამაშეა, მაგრამ ის სხვა გუნდის წევრია, რომელსაც დიდ პატივს ვცემთ. 

    უკეთესი იქნება, თუ ახალი ფეხბურთელი, მურილიოს მსგავსად, გუნდს მალე შეეჩვევა. შედეგი ფეხბურთელის მოსვლისთანავე უნდა მივიღოთ. თუმცა, ისიც არ არის გამორიცხული, არავინ მოვიდეს და სეზონი მხოლოდ იმ ფორვარდებით განვაგრძოთ, რომლებიც ახლა გვყავს. 

    ფილიპე კოუტინიომ არაერთი კარგი თამაში ჩაატარა და იმედი მაქვს, ასე კიდევ ბევრჯერ მოხდება. შესაძლებელია, მან დემბელესთან ერთად ითამაშოს". 


    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    sergio busquets5 წევრი [?]

    13 იანვარი 2019 13:49

    დღეს დიდი ანგარიშით უნდა მოვიგოთ ვალოდია

    0
    გასულია
    cezo45 Culé [?]

    12 იანვარი 2019 23:02

    მასე ვალვერდე რაა შესაძლოა კიარა ეგ ორი დემბელე და კოუტინიო ერთად უნდა ათამაშო ბიჭოო აბა რაა..იგალო დაითრიან და სუარესის ზამენად გამოდგება ამ სეზონში :))ზაფხულში სერიოზული ცენტრ ფორვარდი იქნება მოსაყვანი

    6
    გასულია
    gelantia წევრი [?]

    12 იანვარი 2019 22:52

    ვაა საღოლ კოუ ათამაშოს ეგებ ნახ. მცველად

    7
    --------------------
    Visca el Barça i visca Catalunya!💙❤️💛

    პარტნიორები

    Flashscore.ge