"ბარსელონა" მზადაა კოუტინიო 155 მილიონ ევროდ გაყიდოს

  • 12-01-2019, 19:36
  • "ბარსელონა" მზადაა კოუტინიო 155 მილიონ ევროდ გაყიდოს

    "ბარსელონას" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ, შესაძლოა, კატალონიური კლუბი დატოვოს, იტყობინება Mirror.

    წყაროს ინფორმაციის თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობა მზადაა 26 წლის მოთამაშე 155 მილიონ ევროდ გაყიდოს. ბრაზილიელის მიმართ დიდ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენს.

    მიმდინარე სეზონში კოუტინიომ, "ბარსელონას" მაისურით, 23 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და გააკეთა 4 შედეგიანი გადაცემა.

    კომენტარები [ 20 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    20 - 13 იანვარი 2019 13:50

    ეს თუ მართლა გაყიდეს ვსოო მაგარი დებილები იქნებიან განა ისეც დებილია ხელმძღვანელობიდან დაწყებული მწვრთნელით დამთავრებული

    1
    გასულია

    19 - 13 იანვარი 2019 08:45

    როგროც ეტყობა ბარსას პრობლემა , მარტო ვალიკო არა არის, ხემძღვანელობის კრიზისია ,ხემძრვანელობა მართო ფულის კეთებაზეა გადასული, გაუმართლათ რო მესი და ხავიესტას თაობა შეხვდა , რეზულტატი იყო და გუნდი გაიყინა , დღეს ბარსა იგებს მხოლოდ კლასის ხარჯზე, ლამასია დაასამარეს თითქმის,ჩემი აზრით პეპეს წასვლის მიზეზიც როსელთან ურთიერთობა იყო, ახლა რო უყურებ ნეიმარის წასვლაც ამ ხემძღვანელობის ნებართვით მოხდა, მწვრთნელად მოიყვანეს ყველაზე საშუალო მწვრთნელი,ენრიკე გაუშვეს და ვალიკო მოიყვანეს???? ალბათ რომ ენა არ ამოეღო, თქვენ წარმოიდგინეთ სად გახდებოდა ესპანეთის ჩემპიონი ვალიკო?უბრალოდ ამიხსნას ვინმემ რა აქვს ვალიკოს , იმის შესაფერისი ბარსაში რო იმუშაოს?რომელიმე ფეხბურთელმა პროგრესი განიცადა ვალიკოს ხელში? რატო ყიდულობენ საშუალო დონის ფეხბურთელებს საერთოდ?გუნდში არის ბუსკეცი, კოუტინიო, რაკიტიჩი,ალენია , ვიდალი, არტური,პუჩი,დენისი, რობერტო ნახევარმცელი რომელზე უკეთესია რაბიო? დენისი უფრო ნიჭიერად მიმაჩდა ვიდრე რაბიო,საერთოდ არ ათამაშა.საიდან განვითარდება ალენია და პუჩი რობერტო ,რომელიცძალით მცველად აქციეს.მოკლედ მთელი ბარსას ხემძღვანელობა უნდა წავიდეს , რაც ადრე უკეთესი იქნება

    1
    გასულია

    18 - 13 იანვარი 2019 04:20

    150 ვინ გადაიხდის დაწუნებულ ფეხბურთელში :))))) ალბათ გოიმს ეძებენ ;)))

    0
    გასულია

    17 - 12 იანვარი 2019 23:14

    ნუ უკვე აღაც კი ვიცი რაზე ვისაუბროთ და ალბათ ჩემს მდგომარეობაში ალბათ ბევრია ვინც სულ მცირე 20 წელია ამ გუნდის ქომაგია , არამარტო გუნდის ზოგადად ფეხბურთის . ბარსელონა ჩემვის ნომერ პირველია , მაგრამ ვქომაგობდი ფერგის ვარსკვლავებით სავსე წარმოდგენის თეატრს , ანჩელოტის მილანს , მიუხედავად მისი ფრთხილი ტაქტიკისა , მაგრამ ულამაზესი კონტრშეტევებისა შევჩენკოსა და პირლოს თამადობით , მომწონდ დიეგო ტრისტანისა და როი მაკაის დეპორტივო , მენდიეტასა და ლოპესის ვალენსია , ანრისა და ბერგკამპის არსენალი , ჯოვანი ელბერისა და ეფენბერგის , ბადლერისა და მატეუსის ბაიერნი , აიაქსი , საოცარი ახალგაზრდბით , რომელმაც მიხელსის მერე ფეხბურთს სიცოცხლე აჩუქა და კიდევ ბევრი ვინც გამომრჩა , მაგრამ ნელ-ნელა მახსენდება ამ ოცი წლის განმავლობაში , ვუყურებდი ყველა თამაშს , რომლიდანაც სიამოვნება შეიძლება მიმეღო . რატომ გავიხსენე ამდენი ? თქვე ოჯახაშენებულებო , ჩვენ თუ შევძელით და ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ფრაგმენტებად გვახსოვს ფეხბურთის საოცარი მომენტები , რ იყო მთელ ბარსელონას ხელმძღვანელობას სტადიონზე არ გიშვებდნენ , ტელევიზორები არ გქონდათ თუ წერა-კითხვა არ იცით ? რას დაამსგავსეთ გუნდი ? თუ ვინმე მეტყვის რომ მუნირი სულ მცირე 30 მილიონი არ ღირს , მაშინ არაფერი მცოდნია და კოუტინიო რომ ჩრდილი კი არა ანარეკლიც აღარ არის !!! ....... რანაირად ახერხებთ ესეთ დებილობეს , მრჩეველები გყავთ აშკარად ძალიან მაგარი . მთელი ამ სეზონის საცოდაობის ყურებას , რივალდოს გოლი მირჩევნია ვალენსიას კარში ბოლოწუთზე მაკრატელა რო გაუტანა და ინიესტას დაუვიწყარი დარტყმა სტემფორდ ბრიჯზეე .

    15
    გასულია

    16 - 12 იანვარი 2019 22:45

    კოუ თუ გაყიდეს ვალვერდეს ბრალი იქნება.ან არ ათამაშებს ან თავის ადგილას არ აყენებს.ასე ყველა ფეხბურთელი გასაყიდი გახდება თუ თავის პოზიციაზე არ დააყენებ

    10
    --------------------
    Football is simple,but it is difficult to play simle.
    Johan Cruyff
    გასულია

    15 - 12 იანვარი 2019 22:36

    ახლა კომენტარებს ვკითხულობ და კოუტინიოზე რატომღაც ანრი გამახსენდა რო გადმოვიდა ბარსელონაში და ერთი წელი წლთითქმის არაფერი უკეთებია ყველა ამბობდა რო ტყუილად გადავიდა ბარსაშიო კი რათქმაუნდა ისეთი ანრი აღარ იყო როგორიც არსენალში მაგრამ თავისი სიტყვა მაინც თქვა მე კოუტინიოს არ ვადარებ და ვერც შევადარებ ანრის მაგრამ ამ ბიჭსაც იმედია ადროვებნ და ცოტა დროს დაუთმობენ :))

    6
    გასულია

    14 - 12 იანვარი 2019 22:34

    namdvilad vervxvdebii raschirs da ratom ver tamashobs isee rogorc sheudzlia
    gasul sezonshi kargad tamashobda
    arvici es taqtikis braliaa tuu tavad coutinioaa shebochili gasashvebii araris
    magram tu gaushveben aucileblad unda moiyvanon amaze uketesii fexburteli da racmtavaria barsas kalibris mwvrtnelii moiyvanon am zafxuls

    2
    გასულია

    13 - 12 იანვარი 2019 22:32

    დიდი ფული თეთრდება რაც ეს პრეზიდენტი მოვიდა ბარსა ფულის მანქანად აქცია.

    1
    საიტზეა

    12 - 12 იანვარი 2019 22:20

    გაყიდეთ დაუყოვნებლივვ.

    1
    --------------------
    We 61D it !
    გასულია

    11 - 12 იანვარი 2019 22:20

    Kოუტინიოს ცუდი თამაshის მიზესი ისაარო დემბელეს არადზლევს პასს რათა მალkომს დაეხმაროს და დაგუპავს ეგ თუ დროზე არმიხვდა რასაც შვება

    2
    გასულია

    10 - 12 იანვარი 2019 21:52

    კარგით რა ამ მოთამაშისგან რაუნდა გამოვიდეს?? კი ვიცი რო არათამაშებს ვალვერდე ამას თავის პოზიციაზე მარა კაი რა არანაირად არ ამართლებს ეს ამის ასეთ საშინელ თამაშს და ნუ ხუჭავთ ამაზე თვალს.. ლევანტესთან უნდა დაემტკიცებინა ვალვერდესთვის რო ძირითადის ღირსი იყო მარა ისე ითამაშა რო მემგონი უფრო ღრმა ზამენაზე გადაჯდება.. ამას უნდა მისცე სივრცე რო კაცებს შორის ირბინოს ლიბერპულში როგორც ქონდა მარა ესპანეთში სადაა მაგდენი თავისუფალი ზონა..ამიტომ ამას არ უწერია განვითარება ამ ფორმაციის ბარსაში და ყველა ვარიანტში გასაშვებია..ხო კიდე ვინც პოზიციას აბრალებთ ამის თამაშს რა ჩემი ფეხები გააკეთა ლევანტესთან..მანდ მაინც არ ყოფილა ვინგერი და აშკარად შემტევების უკან თამაშობდა მარა მაინც ნოლი იყო..დენისი კიდე რო შემოვიდა რომელიც ზუსტად კოუს პოზიციაა, დადგა იმ ფლანგზე სადაც არ თამაშობს და გოლი შექმნა ფაქტიურად.. მოკლედ გასაშვებია ყველა ვარიანტში სანამ ფასი აქვს

    3
    გასულია

    9 - 12 იანვარი 2019 21:39

    ვალვერდე ამას უკან არ დააყენებს და ამის ფლანგზე საცოდაობას და ფაფხურს ჯობია დემბელემ ითამასოს, თან ამ ბოლო დროს საკაიფოდ მოიხოდა

    2
    გასულია

    8 - 12 იანვარი 2019 21:36

    150 მილიონად ნაყიდი ფეხბურთელი ვერავინ ვერ უნდა ამოაგდოს ძირითადიდან ასერო თუ იხდის ვინმე მაგდენს ჯობია გაყიდონ და იყიდონ ის ვინც გამოგვადგება. ფაქტია კოუ ვერ ჩაჯდა სასტავში და არც ღირს 150 ლიმონი რეალურად. ვალო არ ათამაშებს თავის ადგილზეო ყველას გახსოვთ ინიესტა ხან ვინგერზე იდგა ხან ნახევარმცველად პეპის დროს.

    5
    გასულია

    7 - 12 იანვარი 2019 21:25

    ამის გაყიდვა ახლა იქნება ძან დიდი შეცდომა,თუმცა კოუტინიო იმისთვის მოიყვანეს რომ ითამაშოს ისე როგორც ლივერპულში და აქ რაღაც არაკომფორტულად გრძნობს თავს,სეზონი წინაა ცოტა კიარა მაგრად უნდა მოუმატოს.

    4
    გასულია

    6 - 12 იანვარი 2019 21:04

    რას გადარჩა ლუზერპული, არაა არც წელს საჩემპიონო გუნდი და იმედია პეპი მოიგებს ისევ. სალაჰია მანდ მთავარი, როგორც არ მისდის თამაში ვერაფერს აწყობენ. რომელიმე გუნდია არი უძლეველი ამ ეტაპზე? ნებისმიერს ვებრძოლებით, ფინალამდე თუ არსად გადავეყარეთ იუვეს ეგ მგონია ფინალი რავიცი. კიდე სიტიც შორს წავა, მაგრამ ლიგაზე მაინც არ მჯერა მაგ გუნდის. იუვე ფავორიტია და ვნახოთ ბარსა როგორ გააგრძელებს, არადა სასტავით არ ვართ ნაკლები, ალერგია ვალოზე ძლიერი სპეციალისტი უბრალოდ. რონალდოს მისვლითაც საკმაოდ გაეზარდათ რესურსი, მარა ექნება სუსტი წერტილი აუცილებლად. კოვაჩის ბაიერნი არ მგონია დიდი რამე, ლივეს კი გამოაგდებს.

    0
    გასულია

    5 - 12 იანვარი 2019 20:49

    არაბაირად არშეიძლება ამის გაშვება კოუ საჭიროა და დიდი როლი უნდა დაეკისროს ბარსელონაში ამისთვის ინიციატივაც უნდა გამოიჩინოს. მჯერა რომ მალე კოუტინიო ბარსას ნახევარდაცვის და შეტევის საკვანძო ფეხბურთელი იქნება.

    9
    საიტზეა

    4 - 12 იანვარი 2019 20:38

    ციტატა: sophykere
    რა სისულელეა....

    კოუტინიო კიარა ვალიკოა გასაშვები რატო აწამებს შემტევის პოზიციაზე ჯერ კიდე ვერ გამიგია

    6
    გასულია

    3 - 12 იანვარი 2019 20:03

    ჯერ ადრეა უნდა მიეცეს კოუს დრო და ნახევარმცველად უნდა ითამაშოს,მაგან და დემბელემ ერთ ფლანგზე

    15
    გასულია

    2 - 12 იანვარი 2019 20:03

    რა სისულელეა....

    8
    გასულია

    1 - 12 იანვარი 2019 19:55

    პრესის მოგონილი ზღაპარია ეს ყველაფერი, მალე დაუბრუნდება კოუ ძირითადს და შეწყდება ჭორები. გუნდნა და ფეხბურთელმავ ამდენი იწვალა, ასე მალე შეიძლება ხაზის გადასმა ყველაფრისთვის?

    19