"ეიბარი" მარკ კუკურელიას გამოსყიდვას აპირებს

"ეიბარი" მარკ კუკურელიას გამოსყიდვას აპირებს

"ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი და "ეიბარში" განათხოვრებული მარცხენა მცველი მარკ კუკურელია, დიდი ალბათობით, ბასკურ კლუბში დარჩება.

20 წლის ფეხბურთელთან დაკავშირებით კომენტარი "ეიბარის" სპორტულმა დირექტორმა, ფრან გარაგარსამ გააკეთა: "მარკ კუკურელიას შესაძლებლობებისა და ნაჩვენების თამაშის გათვალისწინებით, მის გამოსყიდვაზე ვფიქრობთ. მან სასიამოვნოდ გაგვაოცა და მადლობა "ბარსას", რომ ეს ფეხბურთელი იჯარით დაგვითმო." - ციტირებს გარაგარსას სიტყვებს Sport.

კატალონიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, "ეიბარში" დარჩენის წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია.

კუკურელიამ, მიმდინარე სეზონში, 12 მატჩი ჩაატარა, აქედან 8 შემთხვევაში ის სასტარტო შემადგენლობაში იყო. 20 წლის მარცხენა მცველის ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემაა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო კუკურელიას თამაში "რეალის" წინააღმდეგ (3:0), როდესაც ფეხბურთელმა სამივე გოლში აქტიური მონაწილეობა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, თბილისის დროით 21:30 საათზე, "ბარსელონა" სწორედ "ეიბარს" დაუპირისპირდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #4 13 იანვარი 2019 13:55
    0
    !იყიდონ 15 მილიონად
    Culé [?]
    #3 12 იანვარი 2019 15:55
    2
    ალბას ეს ვერ ამოაგდებს ისე აქვს ამრეფილი. ისე მიკვირს შემცვლელი არავინ ყავს სულ ძირითადშია ალბა მარა უმატებს და უმატებს პირიქით. არ მოეშვა და აწვება ბოლომდე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 იანვარი 2019 15:22
    1
    ალბას ზამენობას და წელიწადში 1 თამაშს ეიბარში არ ჯობია, ბ გუნდისთვის კიდე ცოდო იყო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 იანვარი 2019 15:15
    1
    იმედია დაბრუნდება ბარსაში.ეიბარის თამშებს ვუყურებ თქო ვერ ვიტყვი მაგრამ ერთხელ ვუყურე რეალთან და ერთიც კიდევ რომელიღაც გუნდს ხვდებოდნენ არ მახსოვს ტიპი დაფრინავს ძან სწრაფია და სულ პრესინგზეა,ან საერთოდ რატო გაუშვეს ვერ ვხდები ლუკა დინი წავიდა გუნდიდად და წესით ეს არუნდა გაეშვათ