უეფამ გულშემატკივრის ვერსიით, 2018 წლის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა

  • 11-01-2019, 17:56
  • უეფამ გულშემატკივრის ვერსიით, 2018 წლის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა

    უეფამ ოფიციალურ საიტზე იმ ფეხბურთელებისგან შემდგარი ნაკრები გამოაქვეყნა, რომლებმაც 2018 წელს გულშემატკივრის სიმპათია დაიმსახურეს, სიმბოლური გუნდი სწორედ გულშემატკივარმა შეარჩია. 

    2018 წლის ნაკრებში ყველაზე მეტი წარმომადგენელი მადრიდის "რეალიდან" მოხვდა, მათ შორის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული - ლუკა მოდრიჩიც. 

    გთავაზობთ წლის გუნდს: 

    მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ("ბარსელონა")

    მცველები: სერხიო რამოსი ("რეალი"), ვირჯილ ვან დეიკი ("ლივერპული"), რაფაელ ვარანი & მარსელო (ორივე "რეალი") 

    ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი ("რეალი"), ნ'გოლო კანტე & ედენ აზარი (ორივე "ჩელსი") 

    თავდამსხმელები: კილიან მბაპე ("პარის სენ-ჟერმენი"), ლიონელ მესი ("ბარსელონა"), კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი"/"იუვენტუსი")

    აქვე გეტყვით, რომ გამოკითხვაში მონაწილეობა 1,8 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. 

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    7 - 12 იანვარი 2019 14:20

    ძლივს დაუფასდა ტერ შტეგენს მისი კარგი თამაში <3

    2
    გასულია

    6 - 12 იანვარი 2019 08:32

    ტერ შტეგენ ყველაზე მაგარიიი

    2
    გასულია

    5 - 11 იანვარი 2019 21:47

    მესის ჩრდილში ყოფნა არ ერჩია ნემოს??? smile laughing smile

    5
    გასულია

    4 - 11 იანვარი 2019 20:02

    გრიზმანი არსად დააფასეს... და ალბაც იმსახურებს წლის გუნდში ყოფნას

    17
    გასულია

    3 - 11 იანვარი 2019 18:50

    სად არი ნეტა ნეიმარი, მბაპე ეფარება ალბათ joy

    20
    საიტზეა

    2 - 11 იანვარი 2019 18:27

    ერთ დროს უმეტესი ფეხბურთელი ბარსადან იყო ხოლმე, აი ბართომეუს და მთელ მის ბანდას უნდა გაუხეთქოს კაცმა ყველაფერი.

    22
    გასულია

    1 - 11 იანვარი 2019 18:12

    ტერ შტეგენი რომ დავინახე, რამის გულმა მხია heart_eyes
    ესე იგი არ ჩამეყარა წყალში მთელი სანათესაოს შეწუხება :დდ

    25
    --------------------
    "ამბობენ, რომ ღმერთისთვის ყველა ადამიანი თანასწორია. მესი კი ამ სიტყვებში სერიოზულად დაგაეჭვებს."