მურილიო: დებიუტით კმაყოფილი ვარ

  • 11-01-2019, 15:15
  • მურილიო: დებიუტით კმაყოფილი ვარ

    "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ხეისონ მურილიომ "ლევანტესთან" თავისი სადებიუტო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

    "მწვრთნელი ამბობს, რომ ვარჯიშებზე ბევრი უნდა ვიშრომო და გუნდის სტილს მივეჩვიო, რათა მზად ვიყო მოედანზე გასასვლელად, როდესაც ჩემი დახმარება იქნება საჭირო. რაც შეეხება ჩემს დებიუტს "ბარსელონაში", მე კმაყოფილი ვარ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საპასუხო მატჩი ჩვენს სტადიონზე ჩატარდება, ამიტომაც სიტუაცია არც ისე ცუდადაა. ვიმედოვნებ, "კამპ ნოუზე" შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ წარიმართება და ესპანეთის თასზე ჩვენს გზას გავაგრძელებთ." - ციტირებს მურილიოს სიტყვებს Sport.

    შეგახსენებთ, რომ მურილიო "ბარსელონაში" "ვალენსიადან", იჯარის წესით, სეზონის ბოლომდე გადავიდა. კატალონიელებს კოლუმბიელის გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    2 - 11 იანვარი 2019 19:33

    ყველაფერი წინ არის.პირველივე თამაში გასვლაზე ადვილი არაა.კაი ბიჭია

    2
    საიტზეა

    1 - 11 იანვარი 2019 15:21

    მე ლიჩნად არ ვარ უკმაყოფილო. ამას ცუდად არ უთამაშია როგორც ასეთი. პირველი გოლი ნუ კაი გავიდა მეორეში საიდან მიუსწრო ჩუმს უნდა აეყვანა და გაექცა სილესენს უნდა აეღო ცუდად გაძვრა ბურთი. ჩუმმა და მირანდამ საშინელებები იკადრეს და არც გუნდი ვარგოდა. აი მერე უკვე კარგად იდგა.არც ნერვიულობა ეტყობოდა პასსაც ნორმალურად აკეთებდა და ბრძოლებსაც იგებდა. პირველივე მატჩში ვასვლაზე სასტარტოდან რომ დაგაწყებინებენ და ჩუმს და მირანდას მოგიყენებენ გვერდით რთულია ვარსკვლავები მოწყვიტო. ასე რომ სკამისთვის ნორმალურია.

    26