"ბარსელონა" მორატას დამატებას გამორიცხავს

"ბარსელონა" მორატას დამატებას გამორიცხავს

"ბარსელონას" სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელის, ალვარო მორატას დამატებას გამორიცხავს.

ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, "ბარსელონა", რომელიც სეზონის ბოლომდე ერთადერთი ცენტრფორვარდის, ლუის სუარესის იმედად დარჩა, მადრიდის "რეალის" აღზრდილი მორატას იჯარით აყვანაზე დაფიქრდა. თუმცა, თუ Mundo Deportivo-ს დავუჯერებთ, "ბარსას" სპორტული დირექტორი ამ ტრანსფერს გამორიცხავს, რადგან მისი აზრით, მორატა "ბარსელონას" სათმაშო სტილს არ შეესაბამება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.