ოფიციალურად: მუნირი "ბარსელონაში" აღარ ითამაშებს

  • 11-01-2019, 03:21
  • ოფიციალურად: მუნირი "ბარსელონაში" აღარ ითამაშებს

    "ბარსელონას" სპორტული დირექტორი გილერმო ამორი ადასტურებს ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გუნდის 23 წლის თავდამსხმელი მუნირ ელ ჰადადი კატალონიელთა მაისურით აღარ ითამაშებს.

    მუნირსა და "ბარსელონას" შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის. ცნობილია, რომ ფეხბურთელმა ხელშეკრულების გახანგრძლივება იუარა, რის გამოც ვალვერდემ გადაწყვიტა, რომ ის აღარ ათამაშოს.

    "მუნირმა მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გააგრძელოს ჩვენთან კონტრაქტი, ერნესტო ვალვერდემ კი გადაწყვიტა, რომ ის ჩვენს გუნდში აღარ ითამაშებს." - ციტირებს ამორის სიტყვებს TV3.

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    sergio busquets5 წევრი [?]

    11 იანვარი 2019 11:17

    კაია წავიდეს

    0
    გასულია
    ♛ Messi ♛♛♣♣♔♔ ♣♛♛ წევრი [?]

    11 იანვარი 2019 06:56

    რაც ქაია ქაია

    0
    გასულია
    Vengance გულშემატკივარი [?]

    11 იანვარი 2019 03:37

    რამდენჯერ გაუშვეს ეს სხვა გუნდში რამდენჯერ ათამაშდა იმ გუნდებში რამდენჯერ დააბრუნეს ბარსაში და რამდენჯერ დაალპეს სკამზე. არ მევასება ეს მუნირი მარა მეცოდება. მშვენივრად გამოიყურებოდა ვალენსიაში და სანამ რაღაც ფასი მაინც ქონდა უნდა გაეყიდათ ერთი და იგივე შეცდომებს უშვებენ ეს შობელძაღლები. 2 ჯერ დააბრუნეს მანამდე მუნირი ორივეჯერ ვერ გაამართლა და ტიპებმა მესამედაც დაიბრუნეს და ეხლა უფასოდ წავა. წადი გენაცვალე აი ეგრე უნდა ბარსას იზარალონ ეხლა უხადონ ივლისამდე მილიონობით ხელფასი... იდიოტები !!!

    6

    პარტნიორები

    Flashscore.ge