კუკურელია: "კამპ ნოუზე" დაბრუნება განსაკუთრებული იქნება

  • 10-01-2019, 19:49
  • კუკურელია: "კამპ ნოუზე" დაბრუნება განსაკუთრებული იქნება

    "ბარსელონას" მცველი, მარკ კუკურელია, რომელიც ამჟამად იჯარით "ეიბარში" გამოდის, 13 იანვარს კატალონიაში, მშობლიური გუნდის წინააღმდეგ თამაშისთვის ბრუნდება. 

    "ბარსელონას" წინააღმდეგ "კამპ ნოუზე" თამაშს მოუთმენლად ველი, ეს განსაკუთრებული იქნება. 

    გასვლით მატჩებში, "ეიბარს" ამ სეზონში კარგი შედეგები ჰქონდა და თუ "ბარსასთან" თამაშზე კონცენტრირებას მოვახდენთ, შექმნილ შანსებსაც გამოვიყენებთ და თან გაგვიმართლებს, პოზიტიური შედეგის მიღწევის შანსი გვექნება. 

    "ბარსელონას" ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს. ამ გუნდის წევრები მოედანზე და მოედანს მიღმაც გამორჩეულები არიან". - ამბობს მარკი. 

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    6 - 11 იანვარი 2019 00:11

    აუცილებელია ამის დაბრუნება

    0
    გასულია

    5 - 10 იანვარი 2019 21:33

    ციტატა: Don_Andresito
    ციტატა: me da barca
    მარკას მსაჯი ამბობს, ლეგანესთან მატჩში, გუშინ რეალისთვის პენალტი არ უნდა დაედოთო. მუქთას კარგად ირგებენ, ხოლო თუ კუთვნილი პენალტი არ დაუდეს მტრისას, წუწუნით დედამიწას შეძრავენ.

    შენი აზრით რატო ატეხეს ამხელა ამბავი? მსაჯები რო წნეხში მოაქციონ და ამიერიდან ისევ რეალის სასარგებლოდ რო უშვან შეცდომები. ლიგა ახლოვდება და პერესმა შეახსენა ყველას ვინაა ბოსი

    ბოლო სამი წლის განმავლობაში რაც მოხდა ჩემო ძმაო, მაგის მერე მადრიდისტას ნაღდად არ აქვთ უფლება მსაჯზე ილაპარაკოს. აი მე და ბარსა ასიანი, ლიგის გადამწყვეტ მატჩებში უკანალში უძვრებიან და ვითომ არაფერი, რაღაც ერთ ჩვეულებრივ მატჩში რაღაც ერთ მომენტზე დაიწყეს აპელირება.

    1
    გასულია

    4 - 10 იანვარი 2019 21:24

    ციტატა: me da barca
    მარკას მსაჯი ამბობს, ლეგანესთან მატჩში, გუშინ რეალისთვის პენალტი არ უნდა დაედოთო. მუქთას კარგად ირგებენ, ხოლო თუ კუთვნილი პენალტი არ დაუდეს მტრისას, წუწუნით დედამიწას შეძრავენ.

    შენი აზრით რატო ატეხეს ამხელა ამბავი? მსაჯები რო წნეხში მოაქციონ და ამიერიდან ისევ რეალის სასარგებლოდ რო უშვან შეცდომები. ლიგა ახლოვდება და პერესმა შეახსენა ყველას ვინაა ბოსი

    0
    გასულია

    3 - 10 იანვარი 2019 21:24

    ცოტა კიდე თუ გაგიმართლებთ და ბარსელონელებს კუჭი აეშლებათ ხო მთლად დაიხატებით joy

    1
    გასულია

    2 - 10 იანვარი 2019 20:38

    მარკას მსაჯი ამბობს, ლეგანესთან მატჩში, გუშინ რეალისთვის პენალტი არ უნდა დაედოთო. მუქთას კარგად ირგებენ, ხოლო თუ კუთვნილი პენალტი არ დაუდეს მტრისას, წუწუნით დედამიწას შეძრავენ.

    4
    გასულია

    1 - 10 იანვარი 2019 19:52

    ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა უახლოეს პერიოდში შესაძლოა ფინანსური ფეირ პლეის წესები გაამკაცროს.

    როგორც გერმანული გავლენიანი გამოცემა Bild წერს, უეფას სურს უახლოეს პერიოდში შეიმუშავოს გეგმა, რომლის თანახმადაც ევროპული კლუბები ვალდებულები იქნებიან ფეხბურთელის ტრანსფერისთვის საჭირო მთელი თანხა მაქსიმუმ სამი წლის განმავლობაში გადაიხადონ.

    შეგახსენებთ, "პსჟ"-მ 2017 წელს ბრაზილიელი თავდამსხმელის, ნეიმარის სანაცვლოდ "ბარსელონას" 222 მილიონი ევრო გადაუხადა, მაგრამ ფინანსურ დოკუმენტებში ტრანსფერის ღირებულება ხუთ წელიწადზეა გადანაწილებული.

    ასე და ამგვარად, ყოველწლიურად უეფა პარიზელებს ავალდებულებს კატალონიური გრანდის ხაზინა 44,4 მილიონი ევროთი შეავსოს.

    ახალი წესების თანახმად, მომავალში კლუბებს მაქსიმუმ სამ წელიწადზე შეეძლებათ ტრანსფერში გადასახდელი თანხის გადანაწილება.

    1

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა