ფრენკი დე იონგის გამონათქვამები "ბარსელონაზე"

  • 10-01-2019, 18:07
  • ფრენკი დე იონგის გამონათქვამები "ბარსელონაზე"

    ბოლო დროს გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, "აიაქსის" ახალგაზრდა ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი "ბარსელონაში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

    21 წლის ფეხბურთელს კატალონიური კლუბის მიმართ სიმპათიები არასდროს დაუმალავს. თვალი გადავავლოთ მის მიერ "ბარსელონასთან" დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარებს.

    2018 წლის იანვარი: "მესი თუ რონალდუ? რა თქმა უნდა, მესი. ის რონალდუზე ბევრად უკეთესია."

    2018 წლის იანვარი: "რომელ ჩემპიონატში მინდა ერედივიზიონის შემდეგ თამაში? ლა ლიგაში - კარგი ამინდი, კარგი ფეხბურთი. მიმაჩნია, რომ ესპანური ფეხბურთის დონე ინგლისისას აღემატება."

    2018 წლის იანვარი: "ვის გავუცვლიდი ცხოვრებას ერთი დღით, ეს რომ შემეძლოს? მესის. მაინტერესებს, როგორია, იყო იმდენად კარგი, რამდენად კარგიც ისაა."

    2018 წლის აპრილი: "არდადეგებს ესპანეთში ვატარებდით და ბაბუამ მესის 30-ნომრიანი მაისური მიყიდა. მან იცოდა, რომ მესი მომწონდა და პატარაობაში ამ ფორმას ვატარებდი. რა თქმა უნდა, მასთან ერთად თამაში მინდა. ის უკვე 31 წლისაა და უნდა ვიჩქარო.

    2018 წლის აპრილი: "მამაჩემის აზრით, კრუიფი ხელშეუხებელია. ის მასთან ერთად გაიზარდა. მამა მეუბნება, რომ მესის კრუიფის ქარიზმა არ აქვს. ის ამბობს, რომ კრუიფი სხვებს უკეთ თამაშის საშუალებას აძლევდა. ჩემი პასუხი კი არის, რომ მესის სხვები არ სჭირდება.

    2018 წლის ივლისი: "აიაქსის" ფეხბურთელი ვარ, მაგრამ აშაკარაა, რომ "ბარსელონას" მხრიდან ინტერესი არის. ყველამ იცის, რომ ცოტა ხნის წინ ბარსელონაში ვიყავი და ძალიან მომეწონა. ეს ძალიან ლამაზი ქალაქია კარგი სანაპიროთი."

    2018 წლის ივლისი: "ჩავის ქება ჩემ მიმართ? მისი ამ სიტყვების წაკითხვა ძალიან სასიამოვნო იყო. მისი ბევრი მატჩი მაქვს ნანახი როდესაც ის ინიესტასთან, ბუსკეტსთან და მესისთან ერთად თამაშობდა."

    2018 წლის აგვისტო: "ვფიქრობ, ამ სეზონს ჰოლანდიაში, "აიაქსთან" ერთად ჩავატარებ. რა თქმა უნდა, "ბარსელონაში" გადასვლა, ჩემს კარიერაში, წინგადადგმული დიდი ნაბიჯი იქნებოდა."

    2018 წლის აგვისტო: "ბარსელონაში" თამაში მინდა და იქნებ ერთ დღეს ეს მოხდეს კიდეც, მაგრამ არა ამ სეზონში."

    2018 წლის სექტემბერი: "თუ დიდ გუნდში ითამაშებ, შენი თანაგუნდელები დიდი ფეხბურთელები იქნებიან. ოდესმე მესისთან ერთად სიამოვნებით ვითამაშებდი."

    დე იონგის ეს განცხადებები არ ტოვებს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ სად სურს მას კარიერის გაგრძელება.

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    11 - 11 იანვარი 2019 02:30

    დე იონგის ეს განცხადებები არ ტოვებს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ სად სურს მას კარიერის გაგრძელება.

    აბა აბა, გრიზმანიც ეგრე არ იყო, ღამის სამ საათზე აღვიძებდა ცოლს და ქალი რო იფიქრებდა ხოლმე მეშველაო ეს კითხვებს უსვავდა თურმე, ბარსაში გადავიდეო? ფუჰ შენ კაცობას რა ვუთხარი.

    0
    გასულია

    10 - 10 იანვარი 2019 23:49

    ჩვენიანია და რა ქნას😂😂🔵🔴

    1
    --------------------
    Visca el Barça i visca Catalunya!💙❤️💛
    გასულია

    9 - 10 იანვარი 2019 22:12

    ფრენკი მაგარი კაცია
    ის მეორეა პრო/ჭი laughing

    6
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs

    http://www.youtube.com/watch?v=pk1DQBruwnQ

    FC Barcelona - The Guardiola System 2008-2012

    Samuel Eto'o: Madrid Cabron Saluda El Campeon
    გასულია

    8 - 10 იანვარი 2019 22:00

    არ მგონია რო ეხლა დაადასტუროს მაგრამ სავარაუდოდ მაინც ჩვენია, ზაფხულში. რაც შეეხება რაბიოს ძალიან მინდა ეგეც დაიმატონ მაგრამ დიდი ალბათობით ორივეს არ მოიყვანენ

    0
    გასულია

    7 - 10 იანვარი 2019 21:21

    რა ძმაა, მესის თან უნდა თამაში და რა ქნას

    1
    გასულია

    6 - 10 იანვარი 2019 20:39

    აუ რამაგრად უნდა ბარსაში თამაში

    0
    გასულია

    5 - 10 იანვარი 2019 19:37

    ბარემ ზამთარში შეათანხმონ ოფიციალურად და ზაფხულში გადმოვიდეს, რაბიოზეც იგივენაირად, მოკლედ როგორც ტოდიბოზე ქნეს

    3
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=a50tIFaqzTE

    https://www.youtube.com/watch?v=pk1DQBruwnQ
    გასულია

    4 - 10 იანვარი 2019 18:38

    ეს დელიგტი და ტალიფასკო ან გრიმალდო პლიუს კარგი ფორვარდი და შეგვიძლია თრეველის გამეორებაში დარწმუნებული ვიყოთ

    3
    გასულია

    3 - 10 იანვარი 2019 18:24

    Полузащитник Френки де Йонг: «Не уйду из амстердамского «Аякса» зимой»
    35 мин. назад

    Полузащитник «Аякса» Френки де Йонг подтвердил, что не покинет Амстердам в это трансферное окно.
    «Я точно не уйду этой зимой. На 100% останусь до лета. Не знаю, как думают другие, но лично я хотел бы, чтобы весь состав сохранился.
    Мы провели достаточно приличную первую половину сезона. Атмосфера в команде очень хорошая, в «Аяксе» много качественных исполнителей. Так что я был бы разочарован, если бы кто-то ушел», – сказал Де Йонг в интервью пресс-службе амстердамского клуба.

    ..და ამაზე ამბობდნენ ეხლა მოდისოო? ზამთარშიოო? anguished

    1
    გასულია

    2 - 10 იანვარი 2019 18:22

    დზააან კაი ბიცჰია ეს და რაბიოოო ორივე კარგია გუნდის გასაახალგაზრდავებლად ... ტუ დე ლიგტსაც იყიდიან ხო საერთოდ დიდი საქმე იქნება გაკეთებული

    2
    გასულია

    1 - 10 იანვარი 2019 18:18

    ყველაზე დიდი მომავალი აქვს მის თაობაში და უკლასნესი ბიჭია ჩამშლელადაც შეძლებს რო რამე თამაშს პლიუს მესის და ბუსკეცის ფაქტორი დაეხმარება და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახ.მცველი გამოვა (ამის ძაან დიდი იმედი მაქვს)
    და ვაფშე მომავალ სეზონში ვალომ რო კოუ-ბუსი-დე იონგი დააყენოს ნახევარ დაცვაში რავიცი მე ალბათ გადაბუგავენ ყველას და ყველაფერს მარა ვალოდიას იმედი რაღაც არ მაქ მაგ საკითხში
    კაროჩე 95% ჩვენია რა ეს გიჟკაცა

    2

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი