დენის სუარესი "არსენალში" გადასვლას დათანხმდა

  • 8-01-2019, 20:36
  • დენის სუარესი "არსენალში" გადასვლას დათანხმდა

    "ბარსელონას" ნახევარმცველი, დენის სუარესი ლონდონის "არსენალში" გადასვლას დათანხმდა, იტყობინება Sport.

    წყაროს ინფორმაციით, ესპანელ ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება სწორედ "მეთოფეთა" რიგებში სურს, მიუხედავად იმისა, რომ მას შეთავაზებები "მილანიდან" და "ვალენსიადანაც" აქვს. სუარესის სურვილმა, შესაძლოა, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა აიძულოს, რომ "არსენალთან" მოლაპარაკებები გამართოს, მიუხედავად ადრე გავრცელებული ინფორმაციისა, რომლის თანახმადაც კატალონიურ კლუბს დენისის ზამთარში გაყიდვა არ უნდა. "ბარსელონა", შესაძლოა, 25 წლის ნახევარმცველის იჯარით გაშვებას დათანხმდეს, ზაფხულში გამოსყიდვის ვალდებულების ფუნქციით.

    დენის სუარესის კონტრაქტი "ლურჯ-ბროწეულისფერებთან" 2020 წლამდეა გათვლილი.

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    6 - 9 იანვარი 2019 22:44

    ამას მომავალში მე ვერ ვხედავ ბარსას ფეხბურთელად რავიცი

    0
    გასულია

    5 - 9 იანვარი 2019 20:37

    გინდათ უყუროთ ხვალ ბარსელონას თამაშს ლაივში? გამოიწერეთ არხი იქნება ბარსელონას თამაში ლაივში. https://www.youtube.com/channel/UCoUT3p87jLb-sHViNr8BvHw?view_as=subscriber
    ასევე დღეს გავა ლაივში რეალის თამაში. მადლობა წინასწარ

    0
    გასულია

    4 - 9 იანვარი 2019 00:13

    არ გაახარეს ნაღდად ეს ბიჭი.რაბიოზე ნაკლები არაფრით არა.რა უნდათ ვერ გავიგე.მასევე უზამენ ალენიას და პუჩის.რობერტო ხო ძალით გახადეს მცველი.

    4
    გასულია

    3 - 8 იანვარი 2019 22:21

    ჩავუჯდები არსანალის თამაშებს აწი

    3
    --------------------
    We 61D it !
    გასულია

    2 - 8 იანვარი 2019 21:45

    ბარსელონა რას ვერ ხვდება ხოლმე იცი? აიი აწვალებს ასე ფეხბურთელს ვინც ვერა და ვერ ადაპტირდება გუნდთან. გაუშვებს მერე იჯარით ... იქ იმ საშუალო გუნდს და იქაურ სტილს მოერგება ეა ფეხბურთელი... მერე დაბრუნება მოუნდებათ. აქაც ისევ არ ათამაშებენ. ბოლოს სადმე დაბალი დონის გუნდში გაყიდიან იაფად და ორივეს საქმეს აფუჭებენ. ამის ნათელი მაგალითია დეულოფეოო რაფინიაა... დენისი ძალიან ნიჭიერია და ვალვერდეს ბრალიცაა მესმის მაგრამ თუ უშვებენ ბოლომდე გაუშვან რას ტანჯავენ.

    8
    გასულია

    1 - 8 იანვარი 2019 21:38

    გადავიდეს კაი ბიჭია.ცოდოა აქ ფუჭდება.არავინ ათამაშებს ბარსაში

    7