სერჟი რობერტო: კარგია, რომ ლიდერები ვართ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის

  • 7-01-2019, 22:40
  • სერჟი რობერტო: კარგია, რომ ლიდერები ვართ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის

    "ბარსელონას" მარჯვენა მცველმა, სერჟი რობერტომ, რომელიც გუნდს ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა, "ხეტაფესთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 

    "ხეტაფე" ყოველთვის რთული მეტოქეა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა თამაში მათ მოდეანზეა. მგონი, ამ სეზონში აქ მხოლოდ ოთხი გოლი გაუშვეს, ჩვენ კი ორი გავიტანეთ. 

    კარგია, რომ ახლა ლიდერები ვართ, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. ჩემპიონობა აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ. 

    რთული კალენდარი გვაქვს, ძლიერი გუნდების წინააღმდეგ თამაში მოგვიწევს. ლა ლიგაში კლუბების დონე გათანაბრდა და მეტი კონკურენციაა, ამას კი თასი და ჩემპიონთა ლიგა ემატება. ასე რომ, ყველა მატჩისთვის 100%-ით მზად უნდა ვიყოთ". - თქვა რობერტომ. 

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    3 - 8 იანვარი 2019 13:12

    მაგრად მაინტერესებს ვაგე რომ დაწინაურდება პირველ გუნდში ეს სად უნდა წავიდეს.ნახ.დაცვაში კოუტინიოს ადგილი არაა და ეს ხო მითუმეტეს.თან რაბიო და დე იონგიც თუ მოგვყავს.დიდი ალათობით რაკიტიჩი წავა და მის ადგილს დე იონგი დაიკავებს.ნუ მხეცი ნახ დაცვაა ბუსკეცი,არტური,ვიდალი,დე იონგი,რაბიო,დენისი,ალენია.მაგრამ აქ როვერტოს ადგილი არაა.

    0
    გასულია

    2 - 8 იანვარი 2019 10:19

    კაი ბოვშია სიმონ ეგი მარა ფეხებს შლის ბიჭო გლახათ..😂 😂 😂

    1
    --------------------
    Visca barca❤️
    გასულია

    1 - 7 იანვარი 2019 22:58

    ერთი იმას მოვესწრო რო ნახ დაცვაში აგწიოს ვალიკომ. არაა ამის საქმე მცველობა ძალიან ნელია ფლანგის მცველობისთვის. კაი ვარიანტი იქნება ამისთვის გუნდიდან წასვლაც ცენტრშია ამის ადგილი და რა ნახეს ამის მცველობა არ ვიცი

    1
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა