ხეტაფეში მოგება = ჩემპიონობას

  • 7-01-2019, 13:45
  • ხეტაფეში მოგება = ჩემპიონობას

    ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში გუშინ გამართული შეხვედრა მე-10 იყო, რომელშიც "ბარსელონამ" "ხეტაფე" სტუმრად დაამარცხა. კატალონიური კლუბისთვის, "კოლიზეუმ ალფონსო პერესზე" წარმატება საბოლოო წარმატებასთან ასოცირდება.

    წინა 9 შემთხვევიდან, როდესაც "ბარსამ" ხეტაფეში მოიგო, 8-ჯერ კატალონიელები ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ. ერთადერთი გამონაკლისი 2013/14 წლებში დაფიქსირდა, როდესაც კატალონიელებს ჩემპიონობა არბიტრმა წაართვა - ბოლო ტურში, კონკურენტ "ატლეტიკოსთან" გამართულ გადამწყვეტ მატჩში, ლეო მესის წესების სრული დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალა.

    ეს სტატისტიკა უბრალო დამთხვევა არაა. საქმე ისაა, რომ "კოლიზეუმ ალფონსო პერესი", "ბარსელონასთვის" იოლი სტადიონი ნამდვილად არაა. კატალონიელები ამ არენაზე მხოლოდ მაშინ იგებენ, როდესაც ობიექტურად ქვეყნის საუკეთესო გუნდი ჰყავთ. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც "ბარსამ" ხეტაფეში ვერ მოიგო, მაგრამ ჩემპიონი მაინც გახდა, 2014/15 წლების სეზონში დაფიქსირდა.

    თეგები: ხეტაფე

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    7 იანვარი 2019 14:01

    ერთი ატლეტიკო რჩება კონკურენტად მარა 5 ქულაა მაგათთანაც სხვაობა და დიდად სტაბილურები ვერ არიან და თუ უაზრო ქულები არ ვკარგეთ ისევ მარტივად მოვიგებთ ლა ლიგას

    6
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=a50tIFaqzTE

    https://www.youtube.com/watch?v=pk1DQBruwnQ
    საიტზეა

    7 იანვარი 2019 13:58

    რეალი მთელი შემადგენლობით არ დანიშნულ პენალტზე წუწუნებს და წარმომიდგენია ჩემპიონობა რომ წაართვან რა მოხდება.

    6

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied