ტერ შტეგენის მშრალი სერია 410 წუთზე შეწყდა

  • 7-01-2019, 12:18
  • ტერ შტეგენის მშრალი სერია 410 წუთზე შეწყდა

    "ხეტაფესთან" მატჩის 43-ე წუთზე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა საკმაოდ ახლო მანძილიდან ხაიმე მატას დარტყმის მოგერიება ვერ შეძლო და 410 სათამაშო წუთიანი სერია დასრულდა, რომლის განმავლობაში გერმანელ მეკარეს გოლი არ ჰქონდა გაშვებული. 

    ამ თამაშამდე, "ბარსელონას" ოთხი მშრალი მატჩი ჰქონდა, რომლებშიც კატალონიური გუნდის კარს ტერ შტეგენი იცავდა, თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე კი მას არ უთამაშია. 

    სულ, ლიგის 18 თამაშში "ბარსას" 20 გოლი აქვს გაშვებული, რაც არც ისე კარგი მაჩვენებელია, თუმცა ბოლო რამდენიმე მატჩის შედეგების გათვალისწინებით, მდგომარეობა გამოსწორდა. 

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    7 იანვარი 2019 13:12

    გატანილიც ყველაზე მეტი აქვს. ⚽️⚽️

    2

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied