რობერტო და არტური დაბრუნდნენ, ბუსკეტსი მზად არ არის

  • 6-01-2019, 23:55
  • რობერტო და არტური დაბრუნდნენ, ბუსკეტსი მზად არ არის

    "ხეტაფესთან" მატჩისთვის "ბარსელონას" შემადგენლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებია. 

    სერჟიო ბუსკეტსი, რომლის განაცხადში მოხვედრაც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, მადრიდში კი გაემგზავრა, მაგრამ სასტარტო თერთმეტეულში ვერ მოხვდა. მისი ადგილი არტურმა დაიკავა. ბრაზილიელი ნახევარდაცვაში არტურო ვიდალთან და ივან რაკიტიჩთან ერთად ითამაშებს. 

    უკანა ხაზზე, სიახლე სერჟი რობერტოს დაბრუნებაა, რომელსაც ტრავმა ჰქონდა. მან შემადგენლობაში ნელსონ სემედუ ჩაანაცვლა. 

    რაც შეეხებათ შემტევებს, მადრიდელთა კარში გოლების გატანაზე მესი-სუარესი-დემბელეს ტრიო იზრუნებს, ფილიპე კოუტინიო კი ამჯერადაც სათადარიგოთა სკამზეა, ისევე როგორც ცენტრალური მცველი ხეისონ მურილიო, რომელსაც, დიდი ალბათობით, დღეს "ბარსას" მაისურით დებიუტი ექნება. 

    თეგები: ხეტაფე

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge