ტოდიბოს "ბარსელონაში" გადმოსვლა ეჩქარება
19 წლის ფრანგ ამომავალ ვარსკვლავს, ჟან-კლერ ტოდიბოს, რომელიც დიდი ალბათბით კარიერას "ბარსელონაში" განაგრძობს, კატალონიურ კლუბში იანვარშივე გადასვლა სურს.
გავრცელებული ინფორმაციით, "ტულუზის" ცენტრალური მცველის "ბარსელონაში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია. კატალონიელები მას ზაფხულში უფასოდ დაიმატებენ.
Mundo Deportivo-ს ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელს სურს, რომ გარიგება მომდევნო კვირაში გაოფიციალურდეს და ტრანსფერი არა ზაფხულში, არამედ ზამთარშივე შედგეს. ასეთ შემთხვევაში, "ბარსას" ტულუზისთვის" სიმბოლური თანხის გადახდა მოუწევს, რადგან ფეხბურთელს ფრანგულ კლუბთან პროფესიონალური კონტრაქტი არ აქვს და სეზონის ბოლოს ის თავისუფალი აგენტი გახდება.
სხვა საკითხია, რამდენად სურს "ბარსელონას" ფეხბურთელის იანვარში დამატება. კატალონიელები იმასაც კი არ გამორიცხავენ, რომ წინასასეზონო მზადების შემდეგ, ზაფხულის ბოლოს, ტოდიბო სხვა გუნდში გაანათხოვრონ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]