ერნესტო ვალვერდე "ხეტაფესთან" მატჩის წინ

  • 5-01-2019, 19:08
  • ერნესტო ვალვერდე "ხეტაფესთან" მატჩის წინ

    "ბარსელონას" დამრიგებელი ერნესტო ვალვერდე 2019 წლის პირველი მატჩის წინ, "ხეტაფესთან" ხვალ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, პრესკონფერენციაზე საუბრობს.

    "ხეტაფე", წლის დასაწყებად, კარგი მეტოქეა, რადგან მადრიდელებს ძლიერი გუნდი ჰყავთ. ეს გუნდი სივრცეებს არ ტოვებს და ინტერნსიურ პრესინგს თამაშობს. "ხეტაფე", რომელმაც გასულ წელს პრობლემები შეგვიქმნა, ევროტურნირის საგზურისთვის იბრძვის.

    ზამთრის შესვენება ისეთი ხანგრძლივი არ იყო, როგორც წინა წლებში და გუნდი ახალ წელს მომზადებული და კონცენტრირებული შეხვდა.

    კლუბთან კონტრაქტი 2+1 სისტემით მაკავშირებს, მაგრამ საბოლოოდ მე ვწყვეტ, უნდა გაგრძელდეს თუ არა ხელშეკრულება.

    ვიცით, როგორც ვითარდება ხოლმე მოვლენები - ერთი ცუდი კვირა და ხალხი შენს თავს ითხოვს.

    ჩემს გადაწყვეტილებას ჯერ არ გაგაცნობთ.

    მომდევნო სეზონისთვის მზადება ჩემთან ერთად იგეგმება.

    იმედი გვაქვს, თასის მომდევნო ეტაპზე გავალთ და მნიშვნელოვანი მატჩებისთვის ფეხბურთელები დაგვიბრუნდებიან, მაგალითად უმტიტი. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

    ახლაც და მთელი სეზონის განმავლობაშიც, "რეალს" ტიტულისთვის მებრძოლ გუნდად მივიჩნევთ.

    ის ფაქტი, რომ მურილიო აქამდეც ესპანეთში თამაშობდა და ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენთან ვარჯიშობდა, ნიშნავს იმას, რომ მისი გამოყენება შეგვიძლია "ხეტაფესთან" ან თუნდაც "ლევანტესთან" სათასო დაპირისპირებაში.

    ის ფეხბურთელები, რომლებიც 2 იანვარს დაგვიბრუნდნენ, შესანიშნავ ფორმაში არიან და მათ თამაში შეუძლიათ.

    ესპანეთის თასის ბედი, მეტწილად, ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე იქნება დამოკიდებული."

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge